#სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი ტრიუმფი ATP ტურის მასტერსზე

გაზიარება:

ქართველი ჩოგბურთელი კიდევ ერთხელ გვაოცებს. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP ტურის მასტერსზე მეოთხედფინალში კარიერაში პირველად ითამაშა და მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში, ანგარიშით 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ნიკამ მსოფლიო რეიტინგში სულ მცირე, 29-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი გამარჯვებას ნახევარფინალშიც მოიპოვებს, მისი ქულების რაოდენობა 2 000-ს გადაცდება და ქართველი ჩოგანი მსოფლიო რეიტინგში 27-ე პოზიციაზე გადაინაცვლებს.

ბასილაშვილი, ციციპასი, მეოთხედფინალი, გაიმარჯვა

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიან ველსში ამერიკელი კრისტოფერ ეუბენქსი 6:4, 6:3 დაამარცხა, ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს 4:6, 7:6 (7:2), 6:2 მოუგო, ხოლო მერვედფინალში რუსი კარენ ხაჩანოვი 6:4, 7:6 (8:6) დაამარცხა.

ბასილაშვილი, ფინალი, ფრიტსი

სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა მეორე ნახევარ ფინალისტის ვინაობაც. ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიტცს (39-ე ჩოგანი) შეხვდება. 

ზევით