#ცნობილები #სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის ჩემპიონია

გაზიარება:

ქართველი ჩოგბურთელი - ნიკოლოზ ბასილაშვილი კიდევ ერთი ტურნირის გამარჯვებულად მოგვევლინა და ამრიგად, პირად კარიერულ დღიურს მეხუთე, პრესტიჟული და მნიშვნელოვანი ტიტული შემატა. 29 წლის ჩოგბურთელმა, მიუნხენში, BMW Open-ის ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ისე გაიმარჯვა, რომ მოწინააღმდეგეებისთვის ერთი სეტიც კი არ დაუთმია.

მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს, რომელთაც ყველაფერი ჩინებულად წარმართეს. მადლობა ჩემს ძმას, რომელიც აქ ჩემი ყველაზე ერთგული მხარდაჭერი იყო, იმედი მაქვს, მომავალშიც ყველაფერი ასე კარგად გაგრძელდება

მსოფლიოს რეიტინგში ოცდამეცამეტე ადგილზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალურ შეხვედრაში გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი დაამარცხა, ნიკოლოზმა მეტოქეს საათ-ნახევარში სძლია, ანგარიშით 6:4, 7:6.

გარდა იმისა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირში გამარჯვებით მსოფლიოს რეიტინგში რამდენიმესაფეხურიანი დაწინაურება გაინაღდა, BMW Open-ზე ჩოგბურთელმა კუთვნილი პრიზები საპრიზო 41 145 ევრო და 2021 BMW M Models M8 Gran Coupe ერგო.

ზევით