ჯენიფიერ ლოპესის კოსმეტიკის ბრენდი JLO Beauty 1 იანვრიდან გაყიდვაში იქნება

JLO beauty 51 წლის ჯენიფერ ლოპესი იმ ვარსკვლავების სიას შეუერთდა, რომლებიც არა მხოლოდ სამსახიობო, ან მუსიკალური კარიერით კმაყოფილდებიან, არამედ საკუთარ შესაძლებლობებს საკუთარ ბრენდში აბანდებენ. ჯენიფერი აღნიშნავს, რომ ეს მისი 30 წლიანი ოცნების ასრულებაა. როგორც მომღერალი ამბოს, მას მუდმივად ერთი და იგივე კითხვას უსვამენ, თუ რას იყენებს სახის კანის მოვლისთვის? და აი, დადგა დრო, რომ ვარსსვლავმა მისი ხავერდოვანი კანის საიდუმლო გაგვიზიაროს.

ჯენიფერ ლოპესი ამბობს, რომ მან თავისი ცხოვრების მანძილზე ყველა სახის პროდუქტი გამოსცადა, სააფთიაქო თავის მოვლის საშუალებებიდან დაწყებული, ძვირადღირებული პროდუქტებით დამთავრებული. „მე ყველაფერი ვიცი კანის მოვლის ბაზარზე არსებულ პროდუქტებზე და ეს ცოდნა ჩემი ბრენდის პროდუქციაში გავაერთიანე”- ამბობს ჯეილო.

„ვეღარ მოვითმინე,  ჩემი სახის მოვლის საიდუმლოებები რომ არ გამეზიარებინა!“

JLo Beauty-ის ასაკობრივი ჯგუფი 7-დან 97 წლამდეა. ამ პროდუქციის გამოყენება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია. JLo Beauty-ის ნაკრებში შემავალი რვა პროდუქტის ძირითადი დანიშნულება კანის დატენიანება და გაღიზიანებული კანის დამშვიდებაა, რაც ჯენიფერის თქმით სახის კანის დაბერების პირველწყაროა.

ზევით