საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ევრო 2024 -ზე

euro 2024, ევროპის ჩემპიონატი, ფეხბურთი, ნაკრები

ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისს დაიწყება. ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა, სადაც პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად ითამაშებს.

ისტორიული შედეგი "ჯვაროსნებმა" საბერძნეთთან მატჩის შემდეგ დააფიქსირეს. ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტებში კი ჩვენმა გუნდმა 4:2 შედეგი დადო. 30 წელზე მეტი ხნის ოცნება ახდა! მამარდაშვილმა ბერძენი კაპიტნის გოლი მოიგერია. გიორგი ქოჩორაშვილმა, ზურიკო დავითაშვილმა, ლაშა დვალმა და ნიკა კვეკვესკირმა კი ზუსტი გოლები გაიტანეს ბერძნების კარში და აი ასე, ჩვენი ეროვნული ნაკრებიც ევროპის ჩემპიონატზეა! 

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ევროპის ჩემპიონატზე შემდეგია:

18 ივნისი, დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ | თურქეთი – საქართველო

22 ივნისი, ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი“ | საქართველო – ჩეხეთი

26 ივნისი, გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ | საქართველო-პორტუგალია

უეფას ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება. გერმანიაში გასამართ ჯგუფური ეტაპის ნებისმიერი შეხვედრის ბილეთების ღირებულება €30, €60, €150, €200 და €400 იქნება.

ზევით