„ფილმი დროის კაფსულაა. თუ კი რომელიმე მათგანში თავდადების ან ფოკუსირების ნაკლებობას განვიცდიდი, ის სამუდამო ნეგატიურ შემახსენებლად დამრჩება“ - ედრიენ ბროუდი
ამერიკელი მსახიობისა და პროდიუსერის, ედრიენ ბროუდის წარმატებული სამსახიობო კარიერა იმდენად მალე განვითარდა, რომ ედრიენი 29 წლის ასაკში გახდა პირველი მამაკაცი, რომელმაც აკადემიის ჯილდოს ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში - საუკეთესო მამაკაცის კატეგორიაში, ყველაზე ახალგაზრდამ მოიპოვა გამარჯვება.
თუმცა რა გასაკვირია, 1973 წლის 14 აპრილს, ნიუ-იორკში, ქუინსში დაბადებული ედრიენი, სამსახიობო კლასებში ადრეულ ასაკშივე ჩაეწერა, უჩვეულო, შესაძლოა ითქვას არასტანდარტული ვიზუალის წყალობით, ედრიენმა ზუსტად ისწავლა, როგორ უნდა წარმოეჩინა საკუთარი შესაძლებლობები სწორად.
1989 წელს მარტინ სკორსეზეს ფილმ Life Lessons-ში, ვუდი ალენთან და ფრენცის ფორდ კოპოლასთან ერთად შესრულებული როლის შემდეგ, ედრიენ ბროუდიმ ზუსტად იცოდა რისი კეთება სურდა დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში.
2002 წელს, რომან პოლანსკის ფილმ The Pianist-ში, პოლონელი პიანისტის ვლადისლავ შპილმანის როლის გენიალურად მორგების შემდეგ, ედრიენ ბროუდის სახელი დიდი ასოებით ჩაიწერა კინოსამყაროს ისტორიაში. მსახიობის ფილმოგრაფია 40-ზე მეტ ფილმსა და სერიალს აერთიანებს, მისი ვირტუალური სამსახიობო შესრულების მანერა, პროფესიონალიზმი და მრავალმხრივი გარდასახვა ბროუდის სახელის უკვდავყოფას და მსოფლიო აღიარებას უდავოდ იმსახურებს.
კლუნების ფონდ Trialwatch-ის იურიდიული პროგრამის უფროსი მენეჯერი აცხადებს, რომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენების ის შემთხვევაა, რომლის მიზანიც ჟურნალისტების გაჩუმება და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გახლავთ.
Ad Summit Tbilisi 20 ივნისს, 2025 წლის გამოშვებით ბრუნდება. წლის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ქართული ციფრული მარკეტინგული სამიტი ამჯერად რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიების Global Tech Weekend Tbilisi 2025 ფარგლებში გაიმართება.