ცნობილი ადამიანები და პოლიტიკოსები COVID 19-ის წინააღმდეგ #ვაქცინაცია

გაზიარება:

1 წელი, 8 თვე და 4 დღე გავიდა იმ საბედისწერო თარიღის დადგომიდან, როდესაც უჰანში ერთ რიგით მცხოვრებელს აქამდე უცნობი შტამის ვირუსი აღმოაჩნდა, რომელმაც მილიარდობით ადამიანის ბედი შეცვალა დედამიწის გარშემო და რომლის შემდეგაც, არც ერთი ჩვენგანის ცხოვრება აღარ ყოფილა ისეთი - როგორც უწინ. 

დღევანდელი მონაცემებით, COVID 19-ის ვირუსმა, ათგვარი სახეცვლილებით, 4 მილიონ 105 ათას 450 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ადამიანების, რომლებიც არა მხოლოდ სტატისტიკის ნაწილი ან უბრალოდ ციფრები, არამედ ვიღაცის დედები, მამები, შვილები, ძმები, დები ან უბრალოდ საყვარელი ადამიანები იყვნენ. 

კოშმარში გადაზრდილ ციფრებს დასასრული არ უჩანს, განსაკუთრებით საქართველოსთვის, სადაც აფეთქებების ტალღა ერთმანეთს მიჰყვება და ყველანი აღმოვჩნდით იმ რეალობის და ვერაგი შტამის წინააღმდეგ, რომელიც ბავშვებსაც აღარ ინდობს, ერთადერთ იმედად, ერთადერთ ხელმოსაჭიდ ნათელ წერტილად კი მხოლოდ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია გვევლინება - ყველაზე ეფექტური საშუალება COVID 19-ით დაინფიცირების წინააღმდეგ, რომელიც აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას და აჩვევს მას სპეციფიურ ვირუსებთან ბრძოლას.

ქართველი თუ უცხოეული პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები თუ რიგითი ადამიანები უკვე აიცრნენ COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, ეს ხომ ჩვენი წილი სოციალური პასუხისმგებლობაა, როგორც მოვალეობა, დავიცვათ საყვარელი ადამიანების, მეგობრების, ოჯახის წევრების თუ უბრალოდ უცნობი ადამიანების, როდის აიცრები შენ?

ქეით მიდლტონი

პრინცი უილიამი

ჯო ბაიდენი

ჯესიკა ალბა

რაიან რეინოლდსი

მიშელ ობამა

შერონ სტოუნი

 

ზევით