#სპორტი #Rugby

დღეს პირველი ნერვიულობა გველის! ავსტრალია-საქართველოს შეხვედრის მოლოდინები

გაზიარება:

8 სექტემბერს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა, თუმცა ბორჯღალოსნების სამშობლოში რაგბის ციებ-ცხელება დღეს, 9 სექტემბერს, ავსტრალიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შერკინებით იწყება. ჯგუფური ეტაპის შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლაციას კი პირველი არხი გვთავაზობს.

ავსტრალია საქართველო, თამაში, რაგბი, 9 სექტემბერი, მსოფლიო თასი

შეგახსენებთ, რომ საქართველო და ავსტრალია გასულ მსოფლიო თასზეც ერთ ჯგუფში მოხვდა. მიუხედავად ანგარიშისა (27:8), ქართველი ბორჯღალოსნების თამაში საერთაშორისო მედიაში დადებითად შეფასდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდების დაპირისპირების ისტორიაც მხოლოდ ამ ერთი შერკინებით შემოიფარგლება.

ავსტრალია საქართველო, თამაში, ჩვენება, რაგბი, მსოფლიო

რაც შეეხება შეხვედრის პროგნოზს, წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე დიდი ფსონები კეთდება. გასული სარაგბო სეზონის დიდი გამარჯვებების შემდეგ, მოლოდინებიც გაცილებით დიდია.

ავსტრალია საქართველო, თამაში, რაგბი, ჩვენება, მსოფლიო თასი, 2023

თუ საფრანგეთში იმყოფებით და ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ სტადიონზე მიდიხართ, გვშურს! მათთვის კი, ვინც ბორჯღალოსნების მხარდაჭერას დედაქალაქიდან აპირებს, ღია ჩვენება ორბელიანის მოედანზე მოეწყობა. ტერიტორიაზე თამაშის დაწყებამდე 2 საათით ადრე შეკრებილებისთვის არა ერთი გასართობი აქტივობა მოეწყობა, იფუნქციონირებს კვების ობიექტები და საბავშვო ზონა.

ზევით