#ჯანმრთელობა #ცნობილები #საზოგადოება

აუტიზმის მქონე ცნობილი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ბრწყინავენ

გაზიარება:

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 2 აპრილი აუტიზმისა და ასპერგერის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო მსოფლიო დღეა. ყველაფერი, რაც სიტყვა სინდრომთან ასოცირდებოდა და რის შესახებაც ცნობადობა საკმაოდ დაბალი გახლდათ, ოდესღაც ტაბუდადებულ თემას წარმოადგენა, მათ შორის საქართველოშიც, საბედნიეროდ, ეს სტერეოტიპები წარსულში დარჩა.

ან კი როგორ შეიძლება ამ სინდრომის წარმომადგენლები ნაკლებად ჯანმრთელებად, ნაკლებად განვითარებულად ან სულაც ნაკლებად ადამიანებად მოვიხსენიოთ, როდესაც აუტიზმისა და ასპერგერის დიაგნოზი ისეთ ადამიანებს დაუდასტურდათ, როგორებიც ენტონი ჰოპკინსი, ვუდი ალენი თუ გრეტა ტუნბერგი არიან.

ვუდი ალენი

ლეგენდარული რეჟისორის სახელი მთელი მსოფლიოსთვის, ამერიკის აკადემიის რამდენიმე ჯილდოს მფლობელ ფილმებთან ასოცირდება, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ვუდი ალენის გონება აუტიზმის სპექტრის აშლილობებით იტანჯებოდა, მაშინაც კი როდესაც კინოშედევრებს ქმნიდა.

დარილ ჰანა

Splash-სა და Kill Bill-ის მსახიობს ასპერგერის სინდრომი ბავშვობაში დაუდასტურდა. როგორც დარილმა განმარტა, აუტიზმმა ის ძალიან მორცხვი და მშიშარა გახადა, განსაკუთრებით კი იმ სიტუაციებში, როდესაც საქმე ხალხმრავალ ღონისძიებებს ეხებოდა. შესაძლოა სწორედ ეს გახლავთ იმის მიზეზი, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჰანა ჰოლივუდისგან თავს შორს იჭერს.

ენტონი ჰოფკინსი

არა ერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი მსახიობი, გენიალური ენტონი ჰოპკინსის თქმით მას ასპერგერის სინდრომის მსუბუქი ფორმა აქვს , თუმცა ხელის შეშლის ნაცვლად ამ დაავადებამ მას დიდი სამსახური გაუწია, როდესაც ბრწყინვალე როლებში შესასვლელად მაქსიმალურად დაეხმარა.

გრეტა ტუნბერგი

ახალგაზრდა აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა მსოფლიოს თავი 2018 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების კლიმატის ცვლილების კონფერენციით დაამახსოვრა, მისი გამოსვლისა და აქტივობების მნახველებს ალბათ ვერც კი წარმოედგინათ, რომ გრეტას ასპერგერის სინდრომი დაუდასტურდა და წლების განმავლობაში დეპრესიითაც იტანჯებოდა. თუმცა ტუნბერგი ამ დაავადებებს საკუთარ სუპერძალად მოიხსენიებს.

კლეი მარზო

ცნობილი ამერიკელი სერფერის კლეი მარკოს აუტიზმის სინდრომი ჯერ კიდევ ბავშვობაში დაუდასტურეს, მაშინ კლეის დედამ პატარა ბიჭს საშუალება მისცა საკუთარ ცხოვრებაში თავად გარკვეულიყო და ის საქმე ეპოვა, რისი კეთებაც გულით სურდა. მარზო ცურვაში რამდენიმეგზის ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი პროფესიონალ სერფერად იქცა.

სიუზან ბოილი

შოტლანდიელ მომღერალსა და Britain’s Got Talent-ის აღმოჩენას სპერგერის სინდრომი ბავშვობაში დაუდასრურდა, თუმცა სიუზანი ამ ინფორმაციას ყველასგან მალავდა, მანამ სანამ ამ სინდრომთან ერთად ცხოვრება არ ისწავლა. საყვარელმა ადამიანებმა ბოილს აჩვენეს, თუ როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება დიაგნოზის მიუხედავად და დაეპყრო მწვერვალები.

დან აიკროიდი

ცნობილ კომიკოსს, მომღერალს, მსახიობსა და სცენარისტს დან აიკროიდს აუტიზმის სინდრომი 1980-იან წლებში დაუდგინდა. დანს დაავადება არასოდეს გაუიგივებია ნეგატივთან, პირიქით, მას ღრმად სწამს, რომ ფილმი Ghostbusters სწორედ აუტიზმის დამსახურებით შეიქმნა.

კორტნი ლავი

კურტ კობეინის ცოლს, მომღერალ კორტნი ლავს აუტიზმის მსუბუქი ფორმა მაშინ დაუდასტურეს, როდესაც ის ახალგაზრდა გოგო იყო. კორტნის თქმით სწორედ ამით აიხსნებოდა ის ფაქტი, რომ გონიერ ბავშვს არასოდეს შეეძლო სკოლაში გონების მოკრება, ხალხმრავალ სიტუაციაში კი თავს ყოველთვის ცუდად გრძნობდა.

ზევით