27 სექტემბერს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მსვლელობა მოეწყობა

გაზიარება:

სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგ, 2022 წლის 27 სექტემბერს 21:00 საათზე, წართმეული ტერიტორიების, დაკარგული სიცოცხლეების და ქართველებისთვის მოწყობილი გენოციდის არასდროს დასავიწყებლად, საქართველოს და უკრაინის მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად, რუსთაველის ძეგლიდან მსვლელობა მოეწყობა, რომელიც პარლამენტთან პროგრამით დასრულდება. 

„27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. 29 წლის წინ რუსეთმა საქართველოს - აფხაზეთი, ათასობით ქართველს კი, სიცოცხლე წაართვა. გენოციდს გამოქცეული ასიათასობით ადამიანი ისევ დევნილია და სახლში ვერ მიდის. დღეს, უკრაინელების თავგანწირვამ შექმნა ისტორიული შანსი, რომ რუსეთი დამარცხდეს და პოლიტიკურად შეუძლებელი, პოლიტიკურად გარდაუვლად იქცეს - ქართველები შინ დავბრუნდეთ.

ჩვენ ამისთვის უნდა ვემზადოთ. 27 სექტემბერს, 21:00 საათზე, საქართველოს და უკრაინის მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად, რუსთაველის ძეგლიდან მსვლელობას გავმართავთ და პარლამენტთან პროგრამით დავასრულებთ“ - ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ევროპული საქართველო, ტაბულა, აფხაზთა კრება, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი, უკრაინელი აქტივისტები საქართველოში.

ზევით