#სპორტი #Rugby

მოგების დროა! საქართველო V პორტუგალია

გაზიარება:

2 კვირიანი შესვენების შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მოედანს უბრუნდება და დღეს, საქართველოს დროით 16:00 საათზე შეხვედრას პორტუგალიის ნაკრებთან ტულიზში გამართავს.

საქართველოსა და პორტუგალიის სარაგბო ისტორია ათწლეულებს ითვლის. გუნდები ერთმანეთს პირველად 1997 წელს ლისაბონში შეხვდნენ და ის მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით (21:17) დასრულდა. ამის შემდეგ გამართული ოცი თამაშიდან, პორტუგალიელებმა მხოლოდ სამის მოგება მოახერხეს, ხოლო ორი ფრედ დასრულდა.

საქართველო პორტუგალია, რაგბი, ქუთაისი

ქართველ მორაგბეებს პორტუგალიასთან 2005 წლის შემდეგ აღარ წაუგიათ. ბოლოს ნაკრებები გასული წლის ტესტ მატჩებზე ქუთაისის მოედანზე შეხვდნენ, სადაც ბორჯღალოსნებმა უმძიმესი დაპირისპირება გამარჯვებით (23:14) დაასრულეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მსოფლიო თასის პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, პორტუგალიასთან გამარჯვებას შანსი ნამდვილად რეალურია, თუმცა ჩემპიონატის მნიშვნელობიდან გამომდინარე ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუნდების მოტივაცია ძალიან მაღალია.

პორტუგალია საქართველო, მსოფლიო თასი, ტულიზი

ავსტრალიასთან შემდგარი შეხვედრისგან განსხვავებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელეს. სამწვრთნელო შტაბმა შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა 2 დღის წინ დაასახელა.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი („ლიონი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), 13. გიორგი კვესელაძე („გლოსთერი“), 12. მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა („შავი ლომი“), 10. თედო აბჟანდაძე („მონტობანი“), 9. გელა აფრასიძე („ბეიონი“); შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი („შავი ლომი“), 2. შალვა მამუკაშვილი („შავი ლომი“), 3. ბექა გიგაშვილი („ტულონი“), 4. ლადო ჩაჩანიძე („ნევერი“), 5. კოტე მიქაუტაძე („ბეიონი“), 6. თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“), 7. ბექა საღინაძე („ლიონი“), 8. ბექა გორგაძე („პო“). მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე („შავი ლომი“), 17. გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ 92“), 18. გურამ პაპიძე („პო“), 19. ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“), 20. გიორგი ცუცქირიძე („სტად ფრანსე“); 21. ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“), 22. ლუკა მატკავა („შავი ლომი“), 23. დემურ თაფლაძე („შავი ლომი“).

პორტუგალია

ხაზი: 15. ნუნუ გედეში, 14. რაფაელ სტორი, 13. პედრო ბეტენკური, 12. ტომას აპლეტონი (კაპ), 11. როდრიგო მარტა, 10. ჯერონიმო პორტელა, 9. სამუელ მარკეში. შერკინება: 1. ფრანსისკო ფერნანდეში, 2. მაიკ ტაჯერი, 3. დიოგო ფერეირა, 4. ჟოზე მადეირა, 5. სტივი სერკეირა, 6. ჟოაო გრანატე, 7. ნიკოლა მარტინსი, 8. რაფაელ სიმოეში. მარქაფა: 16. დავდ კოსტა, 17. ლიონელ კამპერგი, 18. ანტონი ალვეში, 19. მარტიმ ბელო, 20. დავიდ ვალისი, 21. ტიბო დე ფრეიტასი, 22. პედრო ლუკასი, 23. მანუელ პინტო.

ზევით