#ფოტოამბავი

11 სექტემბრის 6 ფოტო, რომლებიც არასდროს დაგვავიწყდება

გაზიარება:

საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის შემდეგ 20 წელი გავიდა. დიახ, ამერიკის შეერთებული შტატების თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ბნელი დღის შემდეგ ორი ათწლეული გავიდა, მაგრამ 11 სექტემბერს არასდროს არავინ დაივიწყებს. „ტყუპ შენობებზე“ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ისტორიას აღარ გავიმეორებთ, თუმცა იმ ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება.

#1 სიუზენ პლანკეტის ფოტო ტრაგედიის ადგილიდან

11 სექტემბერი, ფოტო, გაქცევა

ცნობილი ფოტო მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული, სადაც ჩანს, თუ როგორ გამორბის ხალხი ერთ-ერთი შენობიდან. ფოტოგრაფი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ტრაგედიის ადგილას ისტორიული ფოტოების გადაღება შეძლო.

#2 ჯორჯ ბუშის პირველი რეაქცია პოლ ჯეი რიჩარდსის კადრში

11 სექტემბერი, ფოტო, ჯორჯ ბუში, პირველი რეაქცია

ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის ეს ფოტო იმ წამსაა გადაღებული, როდესაც თეთრი სახლის თანამშრომელმა მას ყურში ტერაქტის შესახებ ჩასჩურჩულა. ჯორკ ბუში ტრაგედიის მომენტში სარასოტაში, საჯარო სკოლაში ვიზიტზე იმყოფებოდა. ფოტოში პრეზიდენტის თავზარდაცემული მზერაა ასახული.

#3 რიჩარდ დრიუს შემზარავი ფოტო

11 სექტემბერი, შემზარავი ფოტო, კაცი ვარდება

ამერიკელი ფოტოგრაფის ამ ფოტოს გამოქვეყნება საზოგადოებამ კარგად არ მიიღო. ფოტოზე მამაკაცია ასახული, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრიდან გადმოხტომის შემდეგაა ასახული.

#4 შენონ სტეპლტონის ფოტო - მღვდელი

11 სექტემბერი, ფოტო, გარდაცვლილები, მღვდელი

ფოტოზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ნანგრევებიდან მღვდლის - რობერტ ემეტ ჯაჯის ცხედარი გამოჰყავთ, რომელიც 11 სექტემბრის პირველი იდენტიფიცირებული მსხვერპლია.

#5 ჩანგ ლის მიერ გადაღებული შეჯახება

11 სექტემბერი, შეჯახება, ტერორისტული თავდასხმა

ფოტოგრაფმა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებიდან ერთ-ერთის გადაღება მაშინ მოასწრო, როდესაც მას თვითმფრინავი დაეჯახა.

#6 ტომას ფრანკლინის „დროშა“

11 სექტემბერი, დროშის აღმართვა, მეხანძრეები

ფოტო, რომელზეც მეხანძრეები ნანგრევებში ამერიკის სეერთებული შტატების დროშას აღმართავენ, 11 სექტემბრის სიმბოლოდ იქცა.

ზევით