#ცნობილები #საზოგადოება #WOMEN POWER

10 შთამაგონებელი ფრაზა ძლიერი ქალებისგან - ქალებისთვის

გაზიარება:

თუ კი მცირედ შთაგონებას ეძებთ, რათა დიდი და ხმაურიანი ნაბიჯები გადადგათ, მაშინ სწორად მოხვედით. თქვენთვის მსოფლიოს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, ძლიერი, თავდაჯერებული და საოცრად წარმატებული ქალების ფრაზები შევაგროვეთ და ვირჯინია ვულფით დაწყებული, კამალა ჰარისით დამთავრებული, დღის ინსპირაციას გთავაზობთ:

1. ჰილარი კლინტონი

ყველა გოგოს, რომელიც მისმენს, არასოდეს შეგეპაროთ ეჭვი თქვენს ღირებულებასა და ძლიერებაში, გამოიყენეთ ყოველი არსებული შანსი თქვენი ოცნებების ასასრულებლად

2. მალალა იუსაფზაი

მე ვიმაღლებ ჩემს ხმას არა იმიტომ რომ ვიყვირო, არამედ იმისთვის, რომ ხმის არმქონემ ის გაიგონოს. ჩვენ არ შეგვიძლია წარმატების მიღწევა, როდესაც ჩვენი ნაწილი უკანაა მოტოვებული

3. მიშელ ობამა

როგორც ქალებმა, ჩვენ საკუთარი და ერთმანეთის უფლებებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ვიბრძოლოთ სამართლიანობისთვის

 4. ვირჯინია ვულფი

რატომ არიან ქალები ასე ძალიან დაინტერესებული მამაკაცებით, როდესაც ეს უკანასკნელები მათით საერთოდ არ ინტერესდებიან

5. გლორია სტეინემი

ნუ ეცდებით ქალი მოარგოთ სამყაროს, პირიქით - სამყარო მოარგეთ ქალს

6. ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი

თქვენი ფემინისტური შემართება უნდა იყოს: მე მნიშვნელოვანი ვარ! მე თანასწორი ვარ! და არა იმაზე ფიქრი, რა იქნებოდა ყველაფერი სხვაგვარად რომ ყოფილიყო 

 7. შერი

რამდენიმე წლის წინ დედაჩემმა მითხრა: საყვარელო, დაწყნარდი და მდიდარ კაცზე გათხოვდი, მე კი ვუპასუხე: დედა, მე თავად ვარ მდიდარი კაცი

8. მეგან მარკლი

არ არსებობს ფემინიზმის უნიფორმა, შენ შეგიძლია იყო ქალი, რომელიც დიდებულად გამოიყურება და ამავდროულად ფემინისტი

9. კამალა ჰარისი

არც ერთ ქალს არ უნდა უთხრან, რომ საკუთარ სხეულზე უფლებები მას არ ეკუთვნის. როდესაც ქალის უფლებები საფრთხის ქვეშაა, ჩვენ ყველანი ერთად უნდა შევებრძოლოთ

10. ემა უოთსონი

რაც მეტს ვსაუბრობ ფემინიზმზე, მეტად აღმიქვამენ, როგორც კაცთმოძულეს და ამ გზით აზროვნება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

ზევით