10 ქვეყანა, რომელმაც გენდერულ თანასწორობას მიაღწია #UnitedNations

გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ United Nations-ის ოფიციალურ გვერდზე იმ 10 ქვეყნის ჩამონათვალი გავრცელდა, რომლებმაც გენდერულ თანასწორობას მიაღწიეს, ამ პოსტმა განსაკუთრებული ყურადღება იმით მიიქცია, რისთვის? - ამაში თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ.

ქალებისა და გოგოების გაძლიერება და გენდერული თანასწორობის წინსვლა, გადამწყვეტია გლობალური მიზნების მიღწევისა და ყველასათვის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში - ნათქვამია აღწერაში.

United Nations-მა ყველაზე მარტივი, თუმცა მძლავრი ბერკეტი გამოიყენა იმის საჩვენებლად, თუ რა მდგომარეობაა მსოფლიოში გენდერული თანასწორობის მხრივ. არა 10, არამედ 1 ქვეყანაც კი არ მოიძებნება დედამიწის გარშემო, რომელიც სრული გენდერული თანასწორობით დაიკვეხნის. იმ რეალობაში, რომელშიც ქალები და გოგოები მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს წარმოვადგენთ და ჩვენი ხმა, უფლებები, პასუხისმგებლობები და საშუალებები დღემდე განსხვავდება და ეს რთული მისაღებია.

"ქალთა ლიდერობა მშვიდობისა და პროგრესის უპირველესი გარანტია და მიუხედავად ამისა, მსოფლიოს გარშემო, სხვადასხვა სექტორში, ქალები კვლავაც ნაკლებად არიან წარმოდგენილი ლიდერთა პოზიციაზე. ამჟამად, გაერთიანებული ერების წევრ 193 ქვეყნიდან, მხოლოდ 22 ქვეყანას ხელმძღვანელობს ქალი" - ნათქვამია განცხადებაში.

ზევით