#კულტურა #წიგნების თარო

ზვიად კვარაცხელიას რომანი „ფორმა N100“ კანადაში გამოიცემა

გაზიარება:

ქართველი მწერლებისა და მათი შემოქმედების თაყვანისმცემელთათვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს, პრემია „საბას“ 2013 წლის წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში გამარჯვებული, ზვიად კვარაცხელიას რომანი - „ფორმა N100“ კანადაში გამოიცემა. რომანის გამოცემას საკუთარ თავზე გამომცემლობა Bookland Press INC-ი აიღებს, „ფორმა N100-ის“ ინგლისურენოვანი თარგმანი კი მერი  ჩაილდს ეკუთვნის.

ჩემი გვარ-სახელის წარმოთქმა კი გაუჭირდებათ ინგლისურად, კანადაში, მაგრამ იმედი მაქვს, ჩემი პერსონაჟები დაამახსოვრებენ იქაურ მკითხველს თავს

„ფორმა N100“ დეტექტიური ჟანრის რომანია, რომლის მთავარი გმირი მწერალი - ზაზა ზანდუკელია,რომელიც უკვე დიდი ხანია რაც უმუშევარია. ერთ დღესაც მას ერთ-ერთი კინოსტუდიიდან დაურეკავენ და სცენარის დაწერას შესთავაზებენ.

ზაზას ამით საშუალება მიეცემა დაწეროს მეხსიერებაში სამუდამოდ ჩარჩენილი – ყოფილი შეყვარებულის, მართას თვითმკვლელობის ამბავი, რაც არა მხოლოდ ერთი კონკრეტული კინოსცენარის ფაბულა, არამედ მთელი საზოგადოების, „დანაღმული თაობის“, პოსტსაბჭოთა და პოსტ-ომების პერიოდის ადამიანების ერთგვარი ფორმა N100-ია, რომელიც დაუნდობელი სიცხადით წარმოაჩენს დაავადებული ყოფიერების, სულიერების და ადამიანური ბედისწერის სურათს.

მინდოდა ამ წიგნში და მის პერსონაჟებში დამეცალა ის დამანგრეველი ენერგია, რომელმაც ჩემი დანაღმული თაობა სულიერადაც და ფიზიკურადაც მოწამლა და შეარყია.

ზვიად კვარაცხელიას რომანი კანადაში, მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia-ს მთარგმნელობითი პროგრამის ფარგლებში გამოიცემა.

 

ფორმა N100 ზვიად კვარაცხელია (6.48₾)

ყიდვა

 

ზევით