#ფოტოამბავი

ზღაპრული აპულია - ლუიჯი გირის ფოტომატიანე

გაზიარება:

რევოლუციონერი იტალიელი ფოტოგრაფის, თანამედროვე ფოტოგრაფიის ოსტატისა და პიონერის, ლუიჯი გირის კარიერა 1970-იან წლებში იღებს სათავეს, როდესაც ახალგაზრდა ლუიჯი კონცეპტუალური არტისტების ორგანიზაციაში წევრიანდება და მათი იდეებისა და შეხედულებების გავლენით ორაზროვან და პოეტურ სერიას ქმნის სამშობლოზე.

ლუიჯი გირი, პულია,
© ლუიჯი გირი, აპულია

არქიტექტურისა და პეიზაჟების ფოტოებით ლუიჯი იწყებს კონცეპტუალიზმის კვლევას, შეფარული იუმორითა და ირონიით კი საკუთარი ხელწერის ჩამოყალიბებას უთმობს დროს. გირის შემოქმედებას განსაკუთრებულს გარემოსა და ადამიანს შორის იდუმალი ბალანსი განსაზღვრავს, რაც ფოტოგრაფის ადრეულ შემოქმედებაშიც ნათლად იკვეთება. თანდაყოლილი ნიჭის და შემოქმედებითი ხედვის წყალობით ლუიჯი გირი მალევე იქცევს საერთაშორისო ხელოვანების ყურადღებას და კუთვნილ აღიარებასაც იმსახურებს.

ლუიჯი გირი, პულია,
© ლუიჯი გირი, აპულია
© ლუიჯი გირი, აპულია

ფოტოგრაფიისთვის მიძღვნილი 22 წლის, იტალიის სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში გადაღებული ათასობით თვალწარმტაცი კადრისა და ღირსშესანიშნავი შემოქმედების დამსახურებით, გარდაცვალებიდან 3 ათწლეულის შემდეგაც კი ლუიჯი გირის ფოტოსერიები მსოფლიოს აღტაცებას არ წყვეტენ. 

ლუიჯი გირი, პულია,
© ლუიჯი გირი, აპულია
© ლუიჯი გირი, აპულია

თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ფიგურის შემოქმედება სავსეა იტალიური ზაფხულის სერიებით, ხმელთაშუა ზღვის მომაჯადოებელი ფერებით, იტალიური ქალაქების არქიტექტურით, დიდებული წარსულის გამოძახილით, შუქ-ჩრდილების ოსტატური თამაშითა და ისტორიასთან დიალოგით. თუმცა, ფოტოსერია, რომელზეც დღეს ყურადღების გამახვილება გვსურს, ლუიჯი გირის სავიზიტო ბარათად, მის ნამდვილ საგანძურად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ლუიჯი გირი, პულია,
© ლუიჯი გირი, აპულია

სამხრეთ იტალიის ნახევარკუნძულზე, უმშვენიერეს აპულიაში ლუიჯი გირი პირველად 1982 წელს ჩავიდა და მომდევნო ათწლეულის განმავლობაში რეგულარულად ბრუნდებოდა თეთრსახლებიანი ქალაქის და მისი მიძინებული სანაპიროების გადასაღებად. 1992 წელს, 49 წლის ასაკში გარდაცვლილი ფოტოგრაფის მემკვიდრეობაში 2000-ზე მეტი ფოტო მოიძებნებოდა აპულიური სერიიდან, მათი უმრავლესობა კი საჯაროდ არასდროს გამოფენილა.

ლუიჯი გირი, პულია,
© ლუიჯი გირი, აპულია
© ლუიჯი გირი, აპულია

მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში, ადელ გირიმ სამყაროს ფოტოკრებული - Puglia: Tra albe e tramonti („პულია: მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე“) წარუდგინა, რომელიც ლუიჯის მშვიდი მოგზაურობების გამოძახილს წარმოადგენდა.

ლუიჯი გირი, პულია,
© ლუიჯი გირი, აპულია

გირის მოგზაურობები და აპულიას გადაღების პროცესი შერწყმული იყო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად დასვენებასთან. შესაძლოა, ამ საბაბით აიხსნება, მისი სურათების სიმსუბუქისა და ჭეშმარიტი სიყვარულის განცდა მათი მკვეთრი კომპოზიციებისა და ტექსტურების მიღმა. სწორედ ეს ღრმა კავშირი აბრუნებს მაყურებელს ფოტოებთან, ისევ და ისევ დაუსრულებლად...

Puglia: Tra albe e tramonti
Puglia: Tra albe e tramonti
Puglia: Tra albe e tramonti
Puglia: Tra albe e tramonti
Puglia: Tra albe e tramonti

 

ზევით