#კინო

უილ სმიტი „ოსკარის“ მოპოვებას კინოაკადემიის დაჯილდოების დარაბებს მიღმა დაელოდება

გაზიარება:

უილ სმიტი ეკრანებზე „საოსკარე“ ნამუშევრით ბრუნდება, თუმცა მსახიობი კინოაკადემიის დაჯილდოებაზე დასწრებას მაინც ვერ შეძლებს. Emancipation ენტონი ფუქუას ისტორიული ტრილერია, რომელიც ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და 1860-იან წლებში, ლუიზიანას პლანტაციიდან გაქცეული მონის ისტორიას გვიყვება.

ფილმის Trailer-ი უილ სმიტმა საკუთარ Youtube არხზეც გააზიარა და აღნიშნა, რომ ეს მისი მონაწილეობით ერთ-ერთი უძლიერესი ფილმია, თუმცა კინოაკადემიის დაჯილდოებაზე სმიტს ვერც ნამუშევრის ხარისხი და ვერც ნომინაცია დააბრუნებს. მოგეხსენებათ, რომ გასული წლის ინციდენტის გამო (უილ სმიტმა კომიკოს კრის როკს სცენაზე ხელი გაარტყა), კინოაკადემიამ უილს ღონისძიებაზე დასწრება სამუდამოდ აუკრძალა.

will smith, emancipation, უილ სმიტი, ახალი ფილმი

რაც შეეხება ისტორიულ ფილმს, ამ უკანასკნელში უილთან ერთად ბენ ფოსტერი, სტივენ ოგი და ჩარმეინ ბინგვა მონაწილეობენ. ნამუშევრის გამოსვლა 2022 წელს იგეგმებოდა, თუმცა რელიზი “ოსკარებზე” მომხდარი შემთხვევის გამო გადაიდო. მიუხედავად იმისა, რომ წინა დაჯილდოებაზე სმიტმა მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო ფილმისთვის King Richard მოიპოვა, მის საზოგადოებაში დიდი აგრესია გაჩნდა, ამიტომ ფილმის შემქმნელებმა თავის დაზღვევა და პრემიერის გადადება გადაწყვიტეს.

emancipation, ემანსიპაცია, უილ სმიტი, ფილმი

საინტერესოა ისიც, რომ თავის დროზე უილმა ფილმში Django Unchained მონაწილეობა იმ მიზეზით თქვა, რომ შავკანიანების მონობის შესახებ მონაწილეობას, ეკრანზე "შავკანიანთა ბრწყინვალების გამოსახვა" ერჩივნა. კვენტინ ტარანტინოს ნამუშევარში მაშინ მთავარი როლი ჯეიმი ფოქსს ერგო.

ემანსიპაცია, emancipation, უილ სმიტი

”ეს ის ფილმია, რომელიც შავი სიყვარულის ძალას გამოხატავს” - ასე აფასებს უილ სმიტი Emancipation-ს. ჩვენი მიზანი ისეთი სიუჟეტის შექმნა იყო, სადაც ვაჩვენებდით, თუ როგორ გვაქცევს “შავი სიყვარული” უძლეველებად.

კინოაკადემიის დაჯილდოებაზე მსახიობს კონკურენციის გაწევა ამჟამინდელი ფავორიტებისთვის მოუწევს. მათ შორისაა ბრენდან ფრეიზერი ფილმისთვის The Whale და კოლინ ფარელი ფილმისთვის “The Banshees of Inisherin”.

უილ სმიტის ახალი ფილმი, ემანსიპაცია

ენტონი ფუქუას ისტორიული ტრილერი - Emancipation მსოფლიო კინოთეატრებში 2 დეკემბერს ჩაეშვება, ხოლო Apple TV-ის მაყურებელი ფილმის ნახვას 9 დეკემბრიდან შეძლებს.

ზევით