ვენებში სისხლი გეყინება, როდესაც ანიტა რაჭველიშვილს უსმენ

ანიტა რაჭველიშვილი

ანიტა რაჭველიშვილი საერთაშორისოდ აღიარებული მეცოსოპრანოა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გერმანულმა საოპერო გამოცემამ Оper! Magazin წლის საუკეთესო ხმად აღიარა.

საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდი, 1984 წელს დაბადებული ანიტა რაჭველიშვილი, საქართველოს ოპერის დასის წევრი 2006 წელს გახდა, რასაც მალევე მოყვა მოწვევა მილანის „ლა-სკალას“ აკადემიაში. იქ დანიელ ბარენბოიმ შენიშნა და „კარმენში“ მთავარი როლის შესრულება შესთავაზა. 25 წლის ანიტა ყველაზე ახალგაზრდა მომღერალი გახდა, რომელმაც კარმენის როლი ოპერის დიდ სცენაზე მიიღო. სწორედ ამას მოყვა მსოფლიო აღიარება და „კარმენის“ მოგზაურობა ისეთ ოპერებში, როგორებიცაა: მეტროპოლიტენ ოპერის თეატრი, ბავარიის სახელმწიფო ოპერა, ბერლინის სახელმწიფო ოპერა, სიეტლის ოპერა, სან-ფრანცისკოს ოპერის თეატრი, ტურინის თეატრი, კანადის ოპერის თეატრი და სხვა.

ანიტა რაჭველიშვილი - აიდა

ანიტა, ვერდის ოპერა „აიდა“

ანიტას არაერთი ჯილდო, პრემია თუ აღიარება აქვს მიღებული და მათ შორის არის Bachtrack Opera Awards, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებაა, მათ ანიტა 2016 წლის საუკეთესო ქალ მომღერლად აღიარეს. ამავდროულად, ეარდგენილი იყო International Opera Awards 2017-ზე. Operalife-ის რეიტინგში კი ოპერის ყველაზე ლამაზ მომღერლად დაასახელეს.

anita rachvelishvili - opera singer ანიტა, ბიზეს ოპერა „კარმენი“

„ვენებში სისხლი გეყინება, როცა ანიტა რაჭველიშვილს უსმენ. ის სცენაზე იმარჯვებს“

ანიტას შესაძლებლობებით მუდმივად აღფრთოვანებულია საერთაშორისო მედია და მათ შორის New York Times-იც: „ვენებში სისხლი გეყინება, როცა ანიტა რაჭველიშვილს უსმენ. ის მთელ შოუს ისაკუთრებს და თავის პერსონაჟს ემოციურ გრადაციებსა და ფერთა პალიტრას უბრუნებს. ის სცენაზე იმარჯვებს“.

 

ზევით