ცხელ, მზიან დღეებს ნელ-ნელა ნაღველი ეპარება. ამინდთან ერთად კი ჩვენი ხასიათიც იცვლება. თითქოს სახლში დარჩენა უფრო მეტად გვინდა და მთელი ჩვენი ორგანიზმი სიმყუდროვეს და სითბოს გვთხოვს. შემოდგომა დადგა! ეს კი იმას ნიშნავს, რომ მელანქოლიური კინო-სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
შესაძლოა ამ ფილმების უმეტესობა უკვე ზეპირად იცოდეთ, მაგრამ პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ ეს 10 ფილმი შემოდგომის სეზონს ისე უხდება, როგორც ჩაის თაფლი და ლიმონი, ან სუსხიან საღამოს გემრიელი გლინტვაინი.
Persuasion Persuasion
ჯეინ ოსტინის 1817 წლის ნოველის მიხედვით გადაღებული რომანტიკული მელოდრამაა, რომელშიც მთავარ როლს დაკოტა ჯონსონი ასრულებს. რეჟისორი კერი კრაკნელის ნამუშევარი იმდენადვე რომანტიკულია, რამდენადაც კომიკური. ფილმის მთავარი მოქმედი გმირი - ენ ელიოტი წლების წინ ხელიდან გაშვებულ სიყვარულს ვერ ივიწყებს. ბედის ირონიით კი ეს „სიყვარული“ მის ცხოვრებაში ისევ ბრუნდება.
Age of Adeline
ადელაინ ბოუმანი უკვე 100 წელიწადზე მეტია 29 წლისაა. იმის გამო, რომ მისი საიდუმლო არავინ შეიტყოს, ის საკუთარ თავს ახლო ურთიერთობებში შესვლის უფლებას არ აძლევს, მაგრამ ბედისწერა ადელაინს ელის ჯონსს ახვედრებს, რომელიც „ახალგაზრდა“ ქალს სიყვარულის, ერთგულებისა და ცხოვრების აზრს ახსენებს.
Mona Lisa Smile
შემოდგომის ფერებით გაფორმებული ნამუშევარში მოვლენები გოგონების სასწავლებელში ვითარდება, სადაც სტუდენტების მსოფლმხედველობასა და მათ მომავლის გეგმებს ახლად დანიშნული მასწავლებელი - ქეთრინ უოტსონი ცვლის. Mona Lisa Smile-ში მთავარ როლებს ჯულია რობერტსი, ჯულია სტაილსი, კირსტენ დანსტი, მეგი ჯილენჰოლი და სხვა ცნობილი მსახიობები ასრულებენ.
Sweet home Alabama
ეს რიზ უიზერსპუნის ერთ-ერთი საყვარელი როლია. პატარა სამხრეთული სოფლიდან დიდ მეგაპოლისში გადასული ახალგაზრდა ქალი სახლში განქორწინების საბუთებით ბრუნდება. მელანიმ ბავშვობაში დაშვებული შეცდომა უნდა გამოასწოროს და წარმოსადეგ, მდიდარ საქმროს გაჰყვეს ცოლად. თუმცა... ალაბამას გამოგონილ ქალაქ - პიგონ კრიკში ყველაფერი ისეა, როგორც ათეული წლის წინ: ისეთივე ემოციური ხალხი, ისეთივე უცნაური ტრადიციები და ისეთივე ყოფილი სიყვარული.
Sweet November
შარლიზ თერონისა და კიანუ რივზის ტანდემი ბევრისთვის მეტისმეტიცაა. მე პირადად ამ ფილმის ყურება მხოლოდ მაშინ მიყვარს, როდესაც ისედაც ტირილის ხასიათზე ვარ, მაგრამ “ტკბილი ნოემბერი“ ჭეშმარიტად შემოდგომის სეზონზე სანახავი ფილმია. მხოლოდ ერთს გირჩევთ - ქაღალდის ხელსახოცები მოიმარაგეთ!
You’ve got mail
ოჯახის მიერ წამოწყებულ მცირე ბიზნესს საფრთხე ემუქრება. „კუთხის“ წიგნების მაღაზიას მალე უზარმაზარი უნივერსამი ჩაძირავს, რომელიც ამავე ქუჩის ბოლოში იხსნება. ამავდროულად ქეითლინი ორ ახალ ურთიერთობას იწყებს. ანონიმურ რომანტიკოსთან მიმოწერის პარალელურად, ის კონკურენტი კომპანიის მეპატრონეს - ჯო ფოქსს უმეგობრდება. 1998 წელს გამოშვებული ფილმი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რომანტიკულ კომედიად რჩება.
Little women
„პატარა ქალები“ ყველა სეზონისთვის რომ არსებობდეს, გრეტა გერვიგის 2019 წელს გადაღებული ვერსია აუცილებლად საშემოდგომო იქნებოდა. მელანქოლიური ფერებით, კოსტიუმებით და არნახულო ლოკაციებით, ეს ფილმი სავარძელზე პლედის ქვეშ მოკალათებისკენ გვიბიძგებს. ფილმის სცენარი კი ოთხი პატარა ქალის - ჯოს, ბეთის, ემისა და მეგის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც სიყვარულში, სიკვდილისა და ზოგადად, ცხოვრებაში გარკვევას მსოფლიო ომის პერიოდის ამერიკაში ცდილობენ.
Murder on the Orient Express
შემოდგომას კარგი გამოძიება ნამდვილად უხდება. მკვლელობების, ინტრიგებისა და ჩახლართული ამბების კუთხით კი აგათა კრისტის ბადალი არ ჰყავს. კრისტის ნოველის მიხედვით, 2017 წელს გადაღებული კრიმინალური დრამა ნამდვილ ჰოლივუდურ თანავარსკვლავედს აერთიანებს. მოქმედი გმირები სტამბოლიდან პარიზში მატარებლით მიემგზავრებიან, როდესაც ირკვევა, რომ ბორტზე მკვლელობა მოხდა. საბედნიეროდ, მგზავრებს შორის ერთ-ერთი ცნობილი გამომძიებელი - ერკიულ პუაროა.
Harry Potter (all movies)
ჯოან როულინგის საკულტო წიგნების ეკრანიზაცია ნებისმიერ სეზონს შეიძლება შევუხამოთ, თუმცა პოტერიანას მოყვარულები დაგვეთანხმებიან, რომ ჰარის, ჰერმიონასა და რონის ისტორიები ყველაზე მეტად შემოდგომა-ზამთრის საღამოებს უხდება. თქვენს ადგილას Harry Poter-ის კვირეულს მოვიწყობდით და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კინო კოლექციას ცხელი სასმლის თანხლებით ჩავუჯდებოდი.
Twilight
ჩვენს სიას კი იმ ფრენჩაიზით ვასრულებთ, რომელსაც მაღალი კინემატოგრაფიის თაყვანისმცემლები არაფრად აგდებენ, თუმცა Twilight-ის პოპულარობის არ აღიარება, დანაშაული იქნება. ბელასა და ედუარდის ვამპირული სიყვარულის ისტორია სევდიან სეზონს ნამდვილად უხდება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ თინეიჯერობის რომანტიკული წლებით ტკბებით.
„საღამოობით ქუჩაში მეზობლები იკრიბებოდნენ და ომის სისასტიკეებზე ყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს - რუსეთის მიერ ჩადენილს“,- გაიცანით მარიამ აქუბარდია, ქართველი არტისტი, რომლის ნამუშევრებიც პირადი და კოლექტიური მეხსიერების ერთგვარი ნაზავი და ომისშემდგომი ცხოვრებისა და ადამიანური ტრაგედიების დოკუმენტაციაა.
მარიამ ახობაძის ხელოვნება ფსიქოლოგიურ პორტრეტებსა და ფიგურატიულ ფერწერას აერთიანებს. მისი უნიკალური ხედვა და ემოციური თხრობა მნახველს ისტორიის ერთ წამში მოხვედრის საშუალებას აძლევს, სადაც ფერები, ფორმები და სიჩუმე თავის ამბავს ჰყვებიან. The Diary ქართველ ფერმწერთან საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.