#სპორტი #მოგზაურობა

თქვენი მეგზური ბათუმის სასტუმროებში - ვინ, რას გვთავაზობთ ამ უქმეებზე?

გაზიარება:

ზაფხულის, მზის, ზღვისა და სპორტული ცხელების (თან როგორი სპორტის?!) თანხვედრაზე უკეთესი ტანდემი თუ გეგულებათ? - პირადად ჩვენთვის, კარს მომდგარი რაგბის მატჩი საუკეთესო არჩევანია, რომელიც ამ უქმეებზე შეგვიძლია გავაკეთოთ. 10 ივლისს, ქართული რაგბისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, 6 ერის ზაფხულის სერია ბათუმში, საქართველო-იტალიის მატჩით გრძელდება და სწორედ ეს თარიღი შეიძლება აღმოჩნდეს ის დღე, რომელიც ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, განა შეიძლება ამ პრინციპული მატჩის გამოტოვება?!

ბორჯღალოსნებისა და აძურის დიდ შეხვედრამდე, რომელსაც ბათუმის ახლად აშენებული არენა უმასპინძლებს, ზღვისპირა ქალაქში საზეიმო ღონისძიებები გახლავთ დაგეგმილი, მათ შორის ტურნირები ქვიშის რაგბიში, კონცერტები ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე და დიდი მსვლელობები, ერთი სიტყვით 10 ივლისი ის თარიღია, რომელიც ჩვენი სპორტის ისტორიაში ნამდვილ დღესასწაულად უნდა იქცეს, ჩვენ კი დაგეხმარებით იმაში, რომ ეს დღე თქვენს ცხოვრებაში დაუვიწყარ მოგონებად დარჩეს.

ზღვისპირა ქალაქის გამორჩეული სასტუმროები VIP ღონისძიებითა და საქართველო-იტალიის რაგბის მატჩზე დასასწრები საუკეთესო ადგილებით, ამ უქმეების ბრწყინვალე თავგადასავლად ქცევის გარანტი გახდებიან.

Radisson Blu Hotel, Batumi

ბათუმის ნამდვილი მარგალიტი Radisson Blu Hotel, Batumi 8, 9 და 10 ივლისს დამსვენებლებს განსხვავებული სასტუმროს 3 ნომრითა და შეთავაზებით ეგებება:

Radisson Blu Hotel, Batumi წარმოგვიდგენს სასტუმროს ნომრებს 3 ღამითა და 4 დღით, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ სუპერიორ დაბლი/თვინი, ჯუნიორ დაბლი ან ჯუნიორ სუიტ დაბლი, (სამივე მათგანი საუზმით). რაც შეეხება შეთავაზებებს, იგი მოიცავს 9 ივლისის ღონისძიების VIP მოსაწვევებს, JOY BATUMI ღონისძიების 2 VIP მოსაწვევს და რაც ყველაზე მთავარია საქართველო-იტალიის მატჩის 2 VIP ბილეთს.  

HILTON BATUMI

ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასტუმრო მზადაა 8, 9 და 10 ივლისს გვიმასპინძლოს და დიდი მატჩისთვის შესაფერისი შეთავაზებით გვეგებება. HILTON BATUMI ამ უქმეებისთვის 2 ტიპის ნომერს: სტანდარტულ ოთახსა და ეგზექიუთივ ოთახს წარმოგვიდგენს, რასაკვირველია საუზმით. ამასთანავე შეთავაზებაში შედის საქართველო-იტალიის მატჩზე დასასწრები 2 ბილეთი, 9 ივლისის VIP Party-ს ღონისძიების 2 VIP მოსაწვევი და 9 და 10 ივლისს დაგეგმილი ღონისძიებების 2-2 მოსაწვევი. 

COLOSEUM BATUMI

ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და არაორდინალური სასტუმრო COLOSEUM BATUMI სარაგბო ციებ-ცხელებაში აქტიურადაა ჩართული, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს შეთავაზებაში 5 ტიპის ნომერია წარმოდგენილი, მათ შორის სტანდარტული დაბლი, სუპერიორ დაბლი, საოჯახო დაბლი, ეგზექუთივ დაბლი სუითი და ტერასა დაბლი სუითი. ხუთივე მათგანი მოიცავს საუზმეს,  9 ივლისის ღონისძიების VIP მოსაწვევებს, JOY BATUMI ღონისძიების 2 VIP მოსაწვევს და რაღა თქმა უნდა საქართველო-იტალიის მატჩის 2 VIP ბილეთს.

SHERATON BATUMI

ამ უქმეებზე, ბათუმის უხუცესი სასტუმრო SHERATON BATUMI აგრეთვე თქვენ განკარგულებაშია და მან სხვადასხვა საბაზრო ღირებულების განსხვავებული ნომრები შემოგვთავაზა. სასტუმრო გვთავაზობს 3 ღამითა და 4 დღით განთავსებას სტანდარტული ოთახში, ეგზექიუთივ დაბლსა თუ ეგზექიუთივ სუიტში, საუზმით, 9 და 10 ივლისის VIP მოსაწვევებითა და საქართველო-იტალიის მატჩის VIP ბილეთებით.

MONARCH BATUMI

ბათუმის ისტორიულ უბანში განთავსებული 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო უმშვენიერესი პანორამული ხედებით აგრეთვე შეიძლება გახდეს თქვენი უქმეების ზღაპრული მიმართულება. MONARCH BATUMI ნომრების მრავალფეროვან არჩევანს წარმოგვიდგენს, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც სტანდარტული ოთახი, აგრეთვე სუპერიოს ოთახი, სუპერიოს თვინი, დელუქს ოთახი ან სულაც საოჯახო ოთახი თქვენი ხმაურიანი ოჯახური მოგზაურობისთვის. MONARCH BATUMI-ს შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში თქვენ სასურველი ნომრის საუზმით არჩევის შემდეგ, გადმოგეცემათ საქართველო-იტალიის მატჩის 2 ბილეთი, 9 ივლისის ღონისძიების 2 მოსაწვევი და ამასთანავე 10 ივლისის ღონისძიების 2 მოსაწვევი.


P.S შეთავაზებების ფასებთან თუ სხვა სახის დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით Contact@travel.ge-ს.

P.P.S არ დაგავიწყდეთ გილმხურვალედ უგულშემატკივრეთ საქართველოს ნაკრებს ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე და წამითაც არ დაივიწყოთ, რომ რაგბი, სწორედ ჩვენი თამაშია!

ზევით