#MBFW TBILISI

TIKO PAKSA FW 2021: კლასიკური სილუეტების ზეიმი მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე #MBFW

გაზიარება:

თუ კი რომელიმე დიზაინერისგან, ახალი კოლექციის წარდგენის ორიგინალურ მეთოდს ველოდით, ეს უდავოდ თიკო პაქსაშვილია, რასაკვირველია, ბრენდ TIKO PAKSA-ს დამაარსებელმა იმედები არც ამჯერად გაგვიცრუა და ციფრული ფორმარტის გამოყენების ალტერნატიული გზა მოიფიქრა.

TIKO PAKSA FW 2021

TIKO PAKSA-ს 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ლუქბუქისთვის ბუნებრივი გარემო შეირჩა და მოდელებმაც სტანდარტულ ფორმაში წარმოადგინეს ბრენდის ახალი სილუეტები, რაც შეეხება მულტიმედიურ კონტენტს, აქ ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა პოდიუმზე სწორხაზოვნად სიარულის ნაცვლად, მოდელების გვერდითა რაკურსიდან გადაღებული ვიდეოკადრები შემოგვთავაზა.

TIKO PAKSA FW 2021

TIKO PAKSA ატელიე აერთიანებს მიმზიდველ, მოდურ და ფერად კოლექციებს მაღალი ხარისხის სამკერვალოთი, სადაც ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. ეს არის ყოველი დღის გარდაქმნა რაღაც ძალიან უნიკალურში.

TIKO PAKSA FW 2021

თიკო პაქსაშვილის რჩეული მოდელები მისი სამოსის მსგავსად მკაცრად კლასიკურები და ბუნებრივები გახლდნენ, TIKO PAKSA-მ ავთენტურ სტილს არც ამჯერად უღალატა და ჩვეული ესთეტიკით ფემინური და მასკულინური სტილის იდეალური სინთეზი შემოგვთავაზა. 

TIKO PAKSA FW 2021

TIKO PAKSA თიკო პაქსაშვილმა 2012 წელს თბილისში დააარსა. თიკომ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა და უკვე 2013 წელს ადგილობრივი კონკურსის - Be Next-ის გამარჯვებული გახდა. თიკო პაქსაშვილის ბრენდს იდეა და მიდგომა გამოარჩევს, TIKO PAKSA თავის კოლექციებსა და აქსესუარებს ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი მასალებისგან ქმნის.

ზევით