ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანული წყვილი ჯულია რობერტსისა და ჯორჯ კლუნის მონაწილეობით ბოლოს დიდ ეკრანზე ვიხილეთ, საბედნიეროდ, წელს მსახიობები ახალი რომანტიკული კომედიით გვიბრუნდებიან და ფილმის ტრეილერი, რომელიც სულ რადენიმე საათის წინ გავრცელდა უბრალოდ საოცარია.
Ticket to Paradise განქორწინებული წყვილის (ჯულიასა და ჯორჯის მონაწილეობით) ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც იდეალური ბალისკენ აიღებენ გეზს და გადაწყვეტენ საერთო მისიით გაერთიანდნენ - არ მისცენ ქალიშვილს უფლება იგივე შეცდომა დაუშვას, რაც ოდესღაც თავად დაუშვეს და ახლად გაცნობილ მამაკაცს არ გაჰყვეს ცოლად.
იმ წყვილისთვის, რომელსაც ერთ ოთახში ჩხუბის, კამათისა და პასიური აგრესიის გარეშე გაძლებაც არ შეუძლია, ქალიშვილის გადარჩენის მისია ის გადაწყვეტილება აღმოჩნდება, რომელიც ჯულია რობერტსისა და ჯორჯ კლუნის პერსონაჟებს გააერთიანებს. მხიარული მომენტების, გიჟური თავგადასავლებისა და არასწორი გადაწყვეტილებების მიღმა დარწმუნებული ვართ ბევრი ემოციაც იმალება, რაც არ უნდა იყოს Ticket to Paradise ხომ Mamma Mia! Here We Go Again-ის რეჟისორის ოლ პარკერის ნამუშევარია.
„თუკი წავიკითხავდი რამეს, რაც Notting Hill-ის ან My Best Friend's Wedding-ის დონის იქნებოდა, მასში აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას. თუმცა, მსგავსი რამ მანამ არ აღმომიჩენია, სანამ ოლ პარკერმა არ დაწერა და არ გადაიღო -Ticket to Paradise“ - განაცხადა ჯულია რობერტსმა New York Times Magazine-თან საუბრისას.
ჯორჯ კლუნიმ კი მედიასთან საუბრისას Ticket to Paradise-ს ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ფილმი უწოდა, რომელზეც ოდესმე უმუშავია.
Ticket to Paradise-ში ჯულიასა და ჯორჯის გარდა აგრეთვე მონაწილეობენ: Emily in Paris-ის ვარსკვლავი ლუკას ბრავო, ბილი ლორდი, კეიტლინ დევერი და სხვა ცნობილი მსახიობები. ფილმი დიდ ეკრანებზე 21 ოქტომბრიდან გამოჩნდება.
საქართველო 2025 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დემოკრატიისა და თავისუფლების გზავნილით წარსდგა. ახლად დაარსებულმა „საქართველოს წიგნის ასოციაციამ“ ქართველი გამომცემლები ერთ კოლექტიურ სტენდზე გააერთიანა, რომლის მთავარი თემა პოლიტპატიმრებისადმი სოლიდარობის გამოხატვას ეძღვნება.
შილდაში დაფუძნებული მეღვინეობა საუკუნოვან ტრადიციას უკვე თანამედროვე მოდასთან აერთიანებს. Chelti Winery ლონდონის მოდის კვირეულის ოფიციალური პარტნიორი გახდა.
Sombr – 20 წლის ნიუ-იორკელი მუსიკოსი, რომელიც თავისი უნიკალური ჟღერადობითა და გულწრფელი ემოციებით ინდიროკისა და პოპის სცენაზე სახელს იხვეჭს. გაიცანით ვინ არის მუსიკალური სამყაროს ახალი სახე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ არტისტად ითვლება.