#კინო #აფიშა

The Woman King - ამორძალების რეალური ისტორია ოსკაროსანი ვაიოლა დევისის შესრულებით

გაზიარება:

ყველაფერი ძალიან ხმაურიანად, ასი ათასობით მაყურებლის თანდასწრებით დაიწყო, როდესაც 2015 წელს, ლოს-ანჯელესში, ქალთა ისტორიის მუზეიმში მსახიობ მარია ბელოს ვაიოლა დევისისთვის ჯილდო უნდა გადაეცა.

 ვაიოლა დევისი, მარია ბელო, the woman king

ბელომ სტანდარტული სიტყვით გამოსვლას შეკრებილი საზოგადოებისთვის იდეის გაზიარება არჩია. მან რამდენიმე სიტყვით აღწერა ეპიკური ისტორიული დრამა მეომარი ქალის - ნანისკას შესახებ, რომლის მთავარ როლშიც სწორედ დევისი წარმოედგინა.

“არ მოგინდებოდათ ასეთ როლში ვაიოლა დევისის ხილვა?”

მსახიობის ამ შეკითხვას დარბაზის ოვაციები მოჰყვა. მაშინ ბელო კინო პროექტს პროდიუსერ - ქეითი შულმანთან ერთად ავითარებდა. დაჯილდოვების შემდეგ საქმეში რეჟისორი - ჯინა პრინც-ბაითვუდი ჩაერთო, სულ რამდენიმე დღის წინ კი კინო მოყვარულებმა ფილმის - The Woman King ტრეილერი პირველად იხილეს.

The Woman King ქალთა რეალური არმიის შესახებ მოგვითხრობს. აგოჯიე (ასევე ცნობილია, როგორც ამორძალები), დაჰომეის დასავლეთ აფრიკის სამეფოს დასაცავად მე-17-ე, მე-18 და მე-19 საუკუნეებში იბრძოდნენ. ფილმის მთავარი გმირი კი მებრძოლთა მეთაური - ნანისკა გახლავთ, რომლის როლსაც ოსკაროსანი ვაიოლა დევისი ასრულებს.

the woman king, ვაიოლა დევისი, ქალი მეფე

მსახიობი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი ტელესერიალიდან How to get away with murderer გახდა, ახალი კინო პროექტის შესახებ გამოცემას - Vanity fair ესაუბრა. დევისი გამოტყდა, რომ მსგავსი როლის შესრულება მისთვის ოცნების ტოლფასი იყო. ფილმს უკვე მოიხსენიებენ, როგორც “შავი ქალების მამაც გულს”.

the woman king, trailer, ტრეილერი

Sony Pictures-მა ფილმის ტრეილერი 6 ივლისს გამოაქვეყნა, რომელმაც 2 დღეში 6 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. კინო აკადემიის ჯილდოს მფლობელმა Vanity Fair-თან საუბრისას განაცხადა, რომ როლისთვის მოსამზადებლად ყოველდღიურად რამდენიმე საათის განმავლობაში უწევდა ვარჯიში. ვაიოლამ შეისწავლა საბრძოლო ხელოვნება და მაჩეტეს მოხმარებასაც დაეუფლა. ფილმის trailer სავსეა საბრძოლო სცენებით, თუმცა ეს იმის ძალიან მცირე ნაწილია, რასაც ეპიკურ ისტორიულ ფილმში ვიხილავთ.

the woman king, მსახიობები

დევისთან ერთად The Woman King-ის ქასთის შემადგენლობაში ჯონ ბოიეგა, ლაშანა ლინჩი, ჰირო ფინიეს ტიფინი, შეილა ატიმი და სხვა ცნობილი მსახიობები შედიან. ჯინა პრინც-ბაითვუდის ფილმი დღის სინათლეს 2022 წლის 16 სექტემბერს იხილავს. კინო მოყვარულები კი უკვე იმაზე საუბრობენ, გახდება თუ არა The Woman King მორიგი საკულტო ფრენჩაიზის დასაბამი.

ზევით