#ფოტოამბავი

ტერესა ფრეიტასი - მოგზაური ფოტოგრაფის პასტელური სამყარო

გაზიარება:

ლისაბონელი ფოტოგრაფის ტერეზა ფრეიტასის ობიექტივი, საოცრებათა სამყაროსკენ მიმავალი პორტალია, რბილი პასტელური ფერები და წარმოსახვითი კომპოზიციები, ტერეზას მუდმივად მზარდ პორტფოლიოს ყოველთვის თან ახლავს. ლისაბონელი ხელოვანი საუთარ პროფესიას დიდი სიამოვნებით უთავსებს მოგზაურობას და დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან შეუდარებელ ფოტოებს გვიზიარებს.

ფრეიტასის ინტერესი ფოტოგრაფიისა და კრეატიული მონტაჟის მიმართ დაიწყო, როდესაც ის მეორე კურსის სტუდენტი იყო. ამ პერიოდში მან გადაიღო პორტრეტები შავ-თეთრი ფილმის გამოყენებით, მაგრამ მისი სტილი მალევე გადაიზარდა ფერად, ციფრულ ფოტოებში, რომელსაც ის დღეს ქმნის.

ტერეზა ფრაიტასისთვის, მის ხელწერად ქცეული პასტელური ესთეტიკა მოგზაურობასთან ერთად გაჩნდა: „როდესაც მოგზაურობა დავიწყე, სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რამდენი ხანი შემეძლო ფერებთან მუშაობა სასურველი გამოსახულების მისაღებად და იმ დეტალების გამოსაკვეთად, რომელიც არსებობს, ან სულაც არ არსებობს“.

„მე ყოველთვის მიზიდავდა პასტელური ფერები, სწორედ ამიტომ ეს ბუნებრივი შედეგი გახლდათ. სულ უფრო და უფრო მსურს ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოებს კინემატოგრაფიული იერსახე მივცე, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ყურადღებით შევარჩიო გადასაღები ობიექტი და ვიფიქრო როგორ შევასწორებ მას“.

ზევით