#მუსიკა

Tbilisi Open Air დღე #3 | მუსიკალური ფესტივალის ჰაილაითები

გაზიარება:

ღამის სიზმარივით დასრულებულ ამბავზე გვინდა გიამბოთ, 3 დღეს რომ გაგრძელდა და ყველაზე ტკბილი მოგონებების კასკადად რომ დაგვამახსოვრებს თავს. ჩვენი საყვარელი მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2023 დასრულდა, გამომშვიდობება ძნელი აღმოჩნდა, მაგრამ იმდენი დადებითი ენერგიით აგვავსო და დაგვმუხტა, რომ შეგრძნება გვაქვს, ეს ემოციები მომდევნო წლამდე თუ არა, დიდხანს დარჩება ჩვენთან.

თბილისი ოფენ ეარი, tbilisi open air,

რა აღარ ვნახეთ და გამოვიარეთ ამ 3 დღის განმავლობაში... ჩვენს საყვარელ ადამიანებთან, დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან თუ სრულიად უცნო ადამიანებთან ერთად, კიდევ ერთხელ გავიზიარეთ მზიანი ცა და ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა; გავცვალეთ ემოციები, დახმარების ხელიც გავუწოდეთ ერთი მეორეს და ჩვენს სულებს მუსიკალური ზეიმის საშუალება მივეცით. შესაძლოა, Tbilisi Open Air-ის გაგონებისას, პირველი ასოციაცია მუსიკალური ფესტივალი ამოგვიტივტივდეს გონებაში, თუმცა ჩვენ მას ადამიანურობის დღესასწაულად მოვიხსენიებთ.

თბილისი ოფენ ეარი, tbilisi open air,

ივნისის თვის ბოლო პარასკევს დაწყებული მხიარულება, მხოლოდ ორშაბათს დილას დასრულდა და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ფესტივალზე ასულ მსმენელს, თითოეულს ვიზიტორს საკუთარი წლევანდელ Open Air-ზე პირადი ისტორია ექნება მოსაყოლი, ჩვენ კი ჩვენს მკითხველს, უკვე მეორე წელია ფესტივალის პარტნიორის ამპლუიდან, ჩვენეულ განცდებს ვუზიარებთ.

3 დღის განმავლობაში, The Diary-ს სოციალური არხების დახმარებით, ლისის საოცრებათა ქვეყნიდან გიზიარებდით მიმდინარე ფესტივალის ყველაზე  მნიშვნელოვან მომენტებს. პირველი და მეორე დღეების შეჯამების შემდეგ გვსურს თქვენთან მესამე და ფინალური დღეს მიმოვიხილოთ და რამდენიმე ჰაილაითიც არ გამოვტოვოთ.

თბილისი ოფენ ეარი, tbilisi open air,

ბედნიერი მომენტები ხომ ყოველთვის სწრაფად გადის, მაგრამ ფესტივალის მესამე დღემ, სრულიად მოულოდნელად, თვალის დახამხამებაში გაგვირბინა. ფესტივალის მთავარ სცენაზე ერთი მეორის მიყოლებით გამოჩნდნენ ქართველი თუ უცხოელი არტისტები, ეს დღე SKAZZ-ს, 4D MONSTER LOBSTERS-ს, არა-ს, IMANY-სა და MODERAT-ს და რაღა თქმა უნდა, მათ ძვირფას მსმენელს ეკუთვნოდა.

თბილისი ოფენ ეარი, tbilisi open air,

თითოეული გამოსვლა, სცენიდან გაჟღერებული თითოეული სიმღერა მნიშვნელოვანი იყო და ამ მნიშვნელობას ყველანი ერთად ვიზიარებდით.

Tbilisi Open Air-ისთვის და მისი ერთგული მსმენელისთვის, სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ფესტივალი თავისუფლების იდეის გარშემო შეიქმნა, სწორედ ამიტომ სცენიდან გაკეთებული განცხადებები თავისუფლების მნიშვნელობაზე და პროტესტის გამომხატველი აქტი ომსა თუ ცენზურაზე უცხო არავისთვის ყოფილა, მისასალმებელი კი ნამდვილად იყო.

თბილისი ოფენ ეარი, tbilisi open air,

ლისის საოცრებათა ქვეყანაში ერთხელ მაინც თუ ყოფილხართ, კარგად გემახსოვრებათ რა მასშტაბებზეა გათვლილი ფესტივალი და მაინც, მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, მომავალ წელს შესაძლოა ვეღარც აქ დავეტიოთ. ხუმრობა იქით იყოს და წელს, ლისზე ასული მსმენელის რაოდენობამ და სცენის წინ მინდორზე მიმოფანტულმა ადამიანებმა, გულწრფელად გაგვაოცეს.

თბილისი ოფენ ეარი, tbilisi open air,

ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის შექმნილმა ფესტივალმა, წელსაც მოახერხა ჰქონოდა ერთდროულად რამდენიმე განსხვავებული სივრცე, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის, ოპერატიულად გამკლავებოდა ფესტივალის კარს მომდგარ ტალღას და თავის მრავალფეროვან ქვეყანაში ყველა პირობა შეექმნა ჩვენი კომფორტისა და ბედნიერებისთვის. მადლობა Tbilisi Open Air-ის გუნდს იმისთვის, რომ საშუალება მოგვცა არა მხოლოდ მუსიკალური ფესტივალის, არამედ თავგადასავლის მონაწილენიც ვყოფილიყავით, მომავალ წელს შევხვდებით... 

ზევით