დღეს, 20:00 საათზე, Cavea+ზე ახალი ლეველის ქართული ანიმაციის - „სხვა ლეველის ოდისეას“ პრემიერა გაიმართება. ვისაც სერიალის თიზერის ხილვისას პირველი „რიკი და მორტი“ ამოგიტივტივდათ გონებაში, თქვენ მარტო არ ხართ, „სხვა ლეველის ოდისეას“ შემქმნელების ერთ-ერთი ინსპირაციად სწორედაც რომ პოპულარული ანიმაციური სიტკომი იქცა, თუმცა ქართული ნარატივით, ქართული საუნდტრეკებით და ჩვენთვის აქტუალური მნიშვნელოვანი გზავნილებით.
ხოლო მათ ვისაც ჯერ არც სერიალის თიზერი უნახავს და არც დავითას შესახებ სმენია რაიმე, მოემზადეთ, საინტერესო ქართული პროდუქტის შესახებ უნდა გიამბოთ.
„სხვა ლეველის ოდისეას“ მთავარი პერსონაჟი 17 წლის დავითაა, რომელსაც ქართველი საზოგადოების ნაწილი, 2018 წელს შექმნილი თამაშიდან შეიძლება იცნობდეს, დავითა გაიზარდა და მაყურებელს ახალი ვიზუალითა და ეპიკური თავგადასავლებით დაუბრუნდა. სერიალის სინოფსის მიხედვით, პარალელურ სამყაროებს საფრთხე ემუქრება - მათი ხსნის გზა კი სწორედ დავითაზე გადის, რომელსაც ბოროტებასთან საბრძოლველად და უსასრულო მულტივერსებში დაკარგული მამის საპოვნელად არაამქვეყნიური თავგადასავლების გავლა მოუწევს.
პირველი სეზონის 10 სერიის მანძილზე, ჩვენ ვიხილავთ თინეიჯერის მოგზაურობას სიურრეალისტურ სამყაროებში, სადაც 17 წლის დავითა ტყუილის გამავრცელებლი ბოროტების დამარცხებას და მულტივერსში დაკარგული მამის ძებნას აგრძელებს. თიზერის ნახვაც საკმარისი იმაში დასარწმუნებლად, რომ „სხვა ლეველის ოდისეას“ ვიზუალური მხარე სრულიად ახალი სიტყვა იქნება ქართული ანიმაციის ინდუსტრიაში; რაც შეეხება ანიმაციაში ინტეგრირებულ თემებსა და ფარულ მესიჯებს, მისი ავკარგიანობის შესახებ მხოლოდ სერიალის ნახვის შემდეგ შევიტყობთ.
„სხვა ლეველის ოდისეას“ დემოკრატიის ლაბორატორია, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. სათავგადასავლო ანიმაციური სერიალის რეჟისორები ლაშა მილორავა და ცოტნე რუსიშვილი არიან, მსახიობი კი გიორგი სოლომონაშვილი გახლავთ. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მედიაწიგნიერების და კრიტიკული აზროვნების ზრდას როგორც ახალგაზრდებში, ისე მათ ოჯახებსა და ფართო აუდიტორიაში ანიმაციის მაგიური ძალის მეშვეობით და დაეხმაროს მათ იმის გააზრებაში, თუ როგორ მუშაობს პროპაგანდა ტყუილ-მართლის გასარჩევად საჭირო ცოდნისა და უნარების შეძენის გზით.
ახდენილი ამერიკული ოცნების შესახებ მსოფლიოს კი ჰუი ქუანმა 12 მარტს, ლოს-ანჯელესში დოლბის თეატრის სცენიდან უამრო. ვიეტნამში, 9 შვილიან ოჯახში დაბადებულმა ბიჭმა ძალიან დიდი გზა გაიარა იმისათვის, რომ 1 კვირის წინ, ყველა მსახიობისთვის სანატრელი ჯილდო, 51 წლის ასაკში პირველად დაეჭირა ხელში და საკუთარი შთამაგონებელი ისტორია მოეყოლა, საკუთარი თავისა და ოცნებების რწმენის შესახებ.
ქალები, მოდის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ელემენტები არიან, ეს მოდის ფოტოგრაფიაზეც ვრცელდება. ენი ლებოვიცი ოსტატობიდან, პეტრა კოლინზის მზერის ესთეტიკამდე და სარა მუნის მოდის სიურრეალიზმამდე, დღეს მოდის სამყაროს პეიზაჟი დიდი ხანია აღბეჭდილია და ყალიბდება ამ ქალების ობიექტივში. ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნად, წარმოგიდგენთ, მოდის ქალ ფოტოგრაფებს და იმ გავლენას, რომელიც მათ ინდუსტრიაზე იქონიეს.
მოგეხსენებათ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე „ევროვიზია“ 2023-ზე, ლივერპულში, საქართველოს ირუ ხეჩანოვი წარადგენს. ირუს საკონკურსო სიმღერისა და კლიპის პრემიერა ევროვიზიის ოფიციალურ Youtube არხზე უკვე გაიმართა და მისი მოსმენა ფართო აუდიტორიისთვის უკვე შესაძლებელია.