#სპორტი

SUPER BOWL 2024: სპორტის, მუსიკისა და სიყვარულის ზეიმი

გაზიარება:

11 თებერვალს, Allegiant Stadium-მა ამერიკული სპორტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საღამოს, სუპერბოულს უმასპინძლა. ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL-ის) ჩემპიონატის ფინალი, Kansas City Chiefs-სა და The San Francisco 49-ს შორის გაიმართა და წელს პირველად, ამ უკანასკნელის მაყურებლების რიგებს ასი ათასობით გოგონა შეუერთდა, რაც თავისთავად, ტეილორ სუიფტის დამსახურებაა.

მოგეხსენებათ, რომ სუიფტის რჩეული, ტრევის კელსი Kansas City Chiefs-ის რიგებშიბ თამაშობს, პოპ ვარსკვლავი კი მის მხარდასაჭერად შანსს ხელიდან არ უშვებს. ამას სპორტული სამყაროც აფასებს.

მეტიც, NFL-მა ეკრანზე ტრევის კელსის გამოჩენისას, სპორტსმენის რეგალიად "ტეილორ სუიფტის ბოიფრენდი" დააწერა. 

ის, ვინც ამ თამაშისთვის ღამე გაათენა, დაგვეთანხმება, რომ გადაწყვეტილებას წამითაც არ ინანებდა. ერთმანეთის მხარდამხარ მიმავალმა Kansas City Chiefs-მა და San Francisco 49-მა, გამარჯვებულის გამოვლენა მხოლოდ დამატებით დროში მოახერხეს. ისტორიული თამაშის ბედი ერთადერთმა დამიწებამ და განუმეორებელმა პატრიკ მაჰოუმსმა გადაწყვიტა. 

Kansas City Chiefs-ის MVP დამსახურებულად გახდა პატრის მაჰოუმსი. ვერ გამოვტოვებთ ტრევის კელსის დიდების მომენტს, რომლის მონაწილედაც ტეილორ სვიფტი იქცა.

როგორც მოსალოდნელი იყო, პოპვარსკვლავმა ტოკიოში გამართული Eras Tour-ის 3 საათიანი კონცერტის შემდეგ, ლას-ვეგასამდე 13 საათი იმისათვის იფრინა, რომ შეყვარებულის, NFL-ის ვარსკვლავის დიდ მატჩს დასწრებოდა. სუპერბოულზე ტეილორი დედასთან, ანდრეა სვიფტთან და მეგობრებთან: ბლეიკ ლაივლისთან და Ice Spice-სთან ერთად გამოჩნდა. დიდი ფინალის დასასრულს კი ტეილორმა და ტრევისმა 58-ე სუპერბოულის ყველაზე დასამხსოვრებელი მომენტიც შექმნეს და გამარჯვება მხურვალე კოცნით აღნიშნეს.

ტეილორ სვიფტი Allegiant Stadium-ზე გამოჩენილი ერთადერთი ვარსკვლავი ნამდვილად არ გახლდათ. ამერიკული სპორტის ყველაზე მნიშვნელოვან ჩემპიონატს ესწრებოდნენ ჯასტინ და ჰეილი ბიბერები, ლანა დელ რეი, ლედი გაგა, პოლ რადი, ელონ მასკი, Jay-Z და ბიონსე ქალიშვილებთან, ბლუ აივისთან და რუმისთან, ერთად.

ბიონსემ სუპერბოულის საღამოსთვის სიურპრიზიც მოამზადა და ჯერ სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა, მალევე კი ახალი ალბომის Renaissance Act II-ის 29 მარტს გამოსვლა დასანონსა. "Okay, they ready. Drop the new music": ბიონსეს ახალი სინგლები Texas Hold 'Em და 16 Carriages სიახლის გავრცელებისთანავე გახდა ხელმისაწვდომი.

ე.წ. Halftime Show-ს, ანუ შესვენების შოუს დროს კი სცენა Usher-მა დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ Superbowl-ის სცენაზე გაცილებით შთამბეჭდავი პერფორმანსები გვინახავს, საერთაშორისო მედიის აზრით, Usher-ს უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, მუსიკალურ კარიერაში ყველაზე დიდი დაბრუნება ჰქონდა. აშერი Halftime Show-ს ერთადერთი მონაწილე არ ყოფილა. 2000-იანი წლების ზეიმს ალიშა ქის და ლუდა კრისიც შეუერთდნენ. მუსიკის ლეგენდებმა დროში გვამოგზაურეს და Superbowl-ისთვის დამახასიათებელი დაივიწყარი მომენტები შექმნეს. 

ზევით