#სპორტი

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

გაზიარება:

პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში მიმდინარე ჭადრაკის ქალთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე, საქართველოს ქალთა ნაკრები დღეს, 17:00 და 20:00 საათზე ფინალში, იასპარეზებს.

საქართველოს სახელით მსოფლიო ჩემპიონატზე ბელა ხოტენაშვილი (2423), მერი არაბიძე (2349), ნინო ბაციაშვილი (2366), ლელა ჯავახიშვილი (2342) და სალომე მელია (2267) ასპარეზობენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე 2015 წელს ზუსტად ამ შემადგენლობით გაიმარჯვა.

ფინალის საგზური საქართველოს ნაკრებმა გუშინ, 10 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების გუნდთან შეხვედრისას მოიპოვა. ქალთა ნაკრებმა პირველი შეხვედრა  2.5:1.5 მოიგო, საპასუხო შეხვედრაში დამარცხდა, თუმცა ტაი-ბრეიკზე ფინალის საგზურის მოპოვება მაინც მოახერხა. ქართველმა მოჭადრაკეებმა ასევე უკრაინის, გერმანიისა და ფიდე ამერიკის ნაკრებების დამარცხება მოახერხეს.

ჩემპიონის ტიტულისთვის საქართველოს ნაკრები ყაზახეთის გუნდს დაუპირისპირდება. ფინალური მატჩები 17:00 და 20:00 საათზე გაიმართება. The Diary-ს რედაქცია საქართველოს ქალთა ნაკრებს წარმატებას უსურვებს და ვიმედოვნებთ, რომ გასული კვირის სპორტულ წარუმატებლობებს დიდი გამარჯვებით დავაგვირგვინებთ.

ზევით