#ლიტერატურა

საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ - ის, რაც პატარებს არ უნდა გამოაპაროთ

გაზიარება:

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ დაარსდა. პრემიაზე განაცხადების მიღება დღეიდან იწყება და 2 ნოემბრამდე გასტანს.

პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება. 

პრემიის სახელი ერთ-ერთ პირველ ქართულ საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“ უკავშირდება, რომელიც 1904-1927 წლებში გამოიცემოდა. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, შიო მღვიმელი, ლეო ქიაჩელი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვები.

პრემია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო პროზაული წიგნი; საუკეთესო პოეტური წიგნი; საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი; საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი;

ნომინაციების გამარჯვებულებს პროექტის ფარგლებში შერჩეული ხუთწევრიანი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზი და 2 500 ლარიანი პრემია.

ზევით