Telluride Film Festival-სა და Toronto International Film Festival-ზე ჩვენების შემდეგ, სარა პოლის დრამას, Women Talking-ის, უკვე მოიხსენიებენ ოსკარის პრეტენდენტად და ეს მხოლოდ შესანიშნავი სამსახიობო გუნდის, ან მხოლოდ კარგი ისტორიის, ან სულაც გადაღების დამსახურება არ გახლავთ, Women Talking ამ ყველაფრის ერთიანობაა, ბალანსი და სრული ჰარმონია, შემზარავი ამბის მიღმა.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებში კლერ ფოი, ჯესი ბაკლი, რუნი მარა და ჯუდიტ აივი გვევლინებიან, ნოველისტ მირიამ თეიზის 2018 წელს გამოსული რიგით მე-7 რომანის ადაპტაციაა. Women Talking არის რომანის გასაოცარი ინტერპრეტაცია, რომელიც ეფუძნება შემზარავ ნამდვილ ამბავს მენონიტების კოლონიაში მცხოვრებ ქალებზე, რომლებსაც ძილის დროს თავიანთ საზოგადოებაში მყოფი მამაკაცები აუპატიურებდნენ.
წლების განმავლობაში მანიტობის კოლონიაში მამაკაცები იყენებდნენ საანესთეზიო საშუალებებს, რომლებიც თავდაპირველად მზადდებოდა პირუტყვისთვის, რათა გოგოები და ქალები უგონო მდგომარეობაში გაეყვანათ და გაეუპატიურებინათ ისინი. 2009 წელს თავდასხმის დროს გამოღვიძებულმა ერთ-ერთმა ქალმა ორი თავდამსხმელი გამოიჭირა. თავდაპირველად ბრალდებულები საკუთარმა ხალხმა დასაჯა, მაგრამ საბოლოოდ ისინი ბოლივიის პოლიციას გადასცეს. ორი წლის შემდეგ საქმე სასამართლომდე მივიდა, სადაც რვა ბრალდებულიდან შვიდი დამნაშავედ ცნეს, ხოლო მეცხრემ თავი აარიდა დაკავებას.
სარა პოლის ეკრანიზაციაში არაფერი შეახსენებს მაყურებელს, რომ ფილმი ეფუძნება რეალურ მოვლენას, რომელიც ბოლივიაში სულ ახლახან მოხდა, რომ საქმე თანამედროვე სამყაროსგან მოწყვეტილ საზოგადოებასთან გვაქვს. მაყურებელს თვალები სატვირთო მანქანის მძღოლის გამოჩენისას აეხილება, მინდორში მდგომი მძღოლი საზოგადოების ყურადღების მიქცევას და მათ დათვლას ცდილობს 2010 წლის აღწერისთვის. ეს ეპიზოდი მირიამ თეიზის 2018 წლის რომანიდან ერთგვარი გადახვევაა, რაც ფილმს უფრო ექსპრესიონისტულს ხდის და მას უნივერსალურობაში აყალიბებს.
მიუხედავად იმისა, რომ Women Talking-ის ისტორია ძალადობრივია, ფილმი ასე არ არის. ჩვენ ვერასდროს ვხედავთ იმ ძალადობას, რაც ქალებმა განიცადეს. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ მოკლე მიმოხილვებს წარსულის შესახებ და სისასტიკის ნაცვლად, თვალს მივადევნებთ ქალების ერთობას, რომლებსაც ძალიან მოკლე დროში უწევთ გადაწყვიტონ, როგორი იქნება მათი კოლექტიური პასუხი ძალადობაზე, დატოვონ თუ არა ერთადერთი სახლი, რომელშიც ოდესმე უცხოვრიათ და იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის, თუ დარჩნენ და გაჩუმდნენ ყველაფერზე, რაც შეემთხვათ. ამ კითხვებზე პასუხს, 2 დეკემბრიდან შევიტყობთ.
რომანტიკული კომედიებით დაწყებული (რაც არ უნდა იყოს, თებერვალი ხომ სიყვარულის თვეა), ახალი სეზონებითა და მნიშვნელოვანი პრემიერებით დამთავრებული, The Diary-მ თქვენთვის რჩეული სია შეადგინა, რომლებიც ზამთრის ცივი დღეების გადატანაში დაგვეხმარებიან.
კინო კრიტიკოსებსა და box office-ის წარმატების შემდეგ, რეჟისორების დანიელ კვანისა და დანიელ შაინერტის სამეცნიერო ფანტასტიკა „ყველაფერი ყველგან ერთდროულად 2023 წლის ოსკარების ნომინაციების ლიდერად გვევლინება. ჯამში 11 ნომინაციით, ამერიკული აბსურდული დრამა-კომედია ისეთ კატეგორიებში დასახელდა როგორებიცაა: წლის საუკეთესო მხატვრული ფილმი, მთავარი როლის შემსრულებელი, მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი და წლის საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი.
ფოტოგრაფ ევა არნოლდს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ 1961 წელს, The Misfits-ის გადასაღებ მოედანზე, ჰოლივუდელი ლამაზმანის მერილინ მონროს უკანასკნელ გადაღებებს ფირზე აღბეჭდავდა, ფილმში, რომელშიც მსახიობის შესრულება გედების სიმღერასავით ჩაგვესმის ყურებში და რომლის გამოსვლიდან სულ რაღაც 1 წელიწადში, მერილინი ზედოზირებით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.