„ბედნიერების მჯერა“ – თიკა ფაცაციას ახალი სიმღერა 20 წლის შემდეგ
20-წლიანი პაუზის შემდეგ თიკა ფაცაცია სიმღერით „ბედნიერებას მჯერა“ ბრუნდება. The Diary-სთან ინტერვიუში ის სიმღერის გზავნილსა და ახალი ნამუშევრის შექმნის პროცესზე გვიყვება.
1. House Of Gucci
რიდლი სკოტის ახალი ფილმის House Of Gucci-ს ხილვის შესაძლებლობა ქართველ მაყურებელს დღეიდან აქვს. მსოფლიო პრემიერების, კრიტიკის და გარჩევების მიუხედავად, რიდლი სკოტის ფილმი ნამდვილად არის ის კინონამუშევარი, რომელსაც მაყურებელი მოუთმენლად ელოდა. ბიოგრაფიული დეტალებით დატვირთული კრიმინალური დრამა 1995 წელს ლეგენდარული იტალიური მოდის სახლის დამაარსებლის შვილიშვილის, მაურიციო გუჩის მკვლელობის შესახებ გვიამბობს.
Spencer
9 დეკემბრიდან მაყურებლებს პაბლო ლარაინის ახალი ფილმის, Spencer-ის ხილვის შესაძლებლობა მიეცემა. ფილმი, რომელიც პრინცესა დიანას ცხოვრების დეტალებზე კიდევ ერთხელ გვიამბობს, საოცარი სიზუსტით იმეორებს გარდაცვლილი უელსის პრინცესას ჩაცმულობასა და ვარცხნილობას, ლედი დის ხასიათის შტრიხებს კი ამერიკელი მსახიობი კრისტენ სტიუარტი გაგვაცნობს.
Spider-Man: No Way Home
Marvel-ის კინოსამყაროში დიდი სიახლეებია, ადამიანი-ობობა (ტომ ჰოლანდი) და დოქტორი სტრეინჯი (ბენედიქტ კამბერბეჩი) დროის ხაზთან "თამაშს" გადაწყვეტენ, რაც არც თუ ისე მშვიდობიანად წარიმართება. პარალელური სამყაროებიდან ადამიან ობობას დოქტორ ოქტავიუსთან და მწვანე გობლინთან მოუწევს ბრძოლა, თუმცა ისინი არა მისი, არამედ ტობი მაკგუაიერისა და ენდრიუ გარფილდის მოწინააღმდეგეები არიან. 15 დეკემბრიდან დიდ ეკრანებზე პასუხი გაეცემა ნანატრ შეკითხვას - ვიხილავთ 3 ადამიან ობობას ერთ ფილმში?
The Matrix 4: Resurrections
ნეოს არჩევანი წითელსა და ლურჯ აბებს შორის, ზღვარი წარსულსა და აწმყოში, წარმოსახვითსა და რეალურ სამყაროებში ისევ აქტუალურია. დიდი შესვენების შემდეგ კიანუ რივზი ეკრანებს უბრუნდება და ფანტასტიკის ჟანრის ფილმის, Matrix-ის გაგრძელებას წარმოგვიდგენს. როდესაც აწმყო წარსულში ასეთი მონდომებით გაბრუნებს, ღირს კი წითელი აბის მიღება და ყველაფრის თავიდან დაწყება? ამას 16 დეკემბერს შევიტყობთ.
Encanto
დეკემბრის თვის პრემიერა ჯადოქრობების გარეშე ნამდვილად არ ჩაივლის. დისნეისა და პიქსარის მორიგი ნამუშევარი Encanto კოლუმბიის მაღალ მთებში მცხოვრები მირაბელ მადრიგალის შესახებ გვიამბობს, რომელსაც ჯერაც არ აღმოუჩენია საკუთარ თავში მაგია, რომლითაც მისი ოჯახის წევრები ასე გულუხვად არიან დაჯილდოებული. მირაბელას თავგადასავალს ანიმაციური ფილმის ვიზუალური მხარე კიდევ უფრო ჯადოსნურსა და მიმზიდველს ხდის. Encanto-ს ხილვის საშუალება ქართულ კინოთეატრებში 16 დეკემბრიდან შეგეძლებათ.