#UKRAINE

ქუჩის მხატვრობა, როგორც მშვიდობის გზავნილი მსოფლიოდან

გაზიარება:

უკვე 21-ე დღეა რუსეთი, ვლადიმირ პუტინის მეთაურობით, „სამშვიდობო მისიით“ უკრაინის ტერიტორიაზე ქალების, კაცებისა და ბავშვების კვლას აგრძელებს, სამოქალაქო მსხვერპლი დღითიდღე იზრდება. ბოლო 3 კვირაა უკრაინას და მის მოსახლეობას მხარდაჭერას მთელი მსოფლიოდან უგზავნიან, პროტესტისა და სოლიდარობის გამოხატვის ფორმა ყველასთვის განსხვავებულია, მაშინ, როდესაც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ქუჩის კედლები უკრაინის დროშის ფერებით იმკობა, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ქუჩის მხატვრების ხმამაღალი პროტესტია.

„ეს იყო ყველაზე მცირე, რისი გაკეთებაც შემეძლო, ფინანსური მხარდაჭერის გაგზავნის გარდა. როგორც ხელოვანს, მე მაქვს ხმა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანებზე, მაქვს მორალური ვალდებულება, ვიმოქმედო უსამართლობის წინააღმდეგ და მხარი დავუჭირო ადამიანებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ“ - აცხადებს ლონდონში, გრაფიტის ავტორი, არტისტი, რომელსაც  WOSKerski-ს სახელით იცნობს მსოფლიო.

Seth Globepainter-ისთვის შთაგონების წყარო უკრაინელი ბავშვები გახდნენ, მხატვარმა პარიზის ქუჩებში გოგონა დახატა, ხელში უკრაინის დროშითა და ფეხებქვეშ ტანკებით, როგორც უკრაინელი ერის გამბედაობისა და ბრძოლისუნარიანობის სიმბოლო. 

„ჩვეულებრივ, მე არ გამოვხატავ ჩემს შეხედულებებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მაგრამ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დრამატულ სიტუაციაში მცხოვრებმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ ჩვენ მათზე ვფიქრობთ“ - Seth Globepainter

Seth Globepainter-ს ეკუთვნის პარიზში კიდევ ერთი უმშვენიერესი ილუსტრაცია, რომელმაც შენობის მთელი კედელი დაიკავა. 

პარიზი, საფრანგეთი

პარიზი, საფრანგეთი

პარიზი, საფრანგეთი

კარდიფი, უელსი

გდანსკი, პოლონეთი

ფრანკფურტი, გერმანია

დუბლინი, ირლანდია

ვენა, ავსტრია

ბუენოს აირესი, არგენტინა

პარიზი, საფრანგეთი

ლონდონი, ინგლისი

პარიზი, საფრანგეთი

პოზნანი, პოლონეთი

ზევით