„ბედნიერების მჯერა“ – თიკა ფაცაციას ახალი სიმღერა 20 წლის შემდეგ
20-წლიანი პაუზის შემდეგ თიკა ფაცაცია სიმღერით „ბედნიერებას მჯერა“ ბრუნდება. The Diary-სთან ინტერვიუში ის სიმღერის გზავნილსა და ახალი ნამუშევრის შექმნის პროცესზე გვიყვება.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანახმად, „ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ საქართველოდან ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ გაიგზავნება. ფილმი „ოსკარზე“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე იქნება წარდგენილი.
„მეოთხე ბრაიტონი“ ქართველი მოჭიდავის ამაღელვებელ ისტორიას გვიყვება. მთავარი გმირი - კახი ბრუკლინში ჩადის, რათა შვილის აზარტული თამაშების ვალი გადაიხადოს. ფილმში კახის როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი - ლევან თედიაშვილი ასრულებს.
„მეოთხე ბრაიტონში“ ერთ -ერთ მთავარ როლს კახი კავსაძეც ასრულებს. დამსახურებული ქართველი არტისტისთვის კინოროლი უკანასკნელი ნამუშევარი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის - „მეოთხე ბრაიტონის“ პრემიერა, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალზე „ტრაიბეკა“ შედგა, თანაც საკმაოდ წარმატებით. ქართველი რეჟისორს ფილმმა საერთაშორისო ფესტივალზე 3 ჯილდო მოუტანა.