ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სასამართლოში უჩივის

ჭადრაკის ქართველი ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ საკაბელო ტელევიზია Netflix-ს სასამართლოში, სენსაციად ქცეული მინისერიალის The Queens Gambit-ში გაჟღერებული სექსისტური დეზინფორმაციის გამო უჩივის.

სერიალი გამოგონილი ვუნდერკინდი მოჭადრაკე ქალის ბეთ ჰარმონის (ანია ტეილორ-ჯოი) ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც ჯერ აშშ-ის, შემდეგ კი მსოფლიო ჭადრაკის ოლიმპიადებზე იმკვიდრებს ადგილს. ფინალურ სერიაში, სადაც ბეთი რუს მეტოქეს და გროსმაისტერს უპირისპირდება გაჟღერებულია ნონა გაფრინდაშვილის სახელიც, თუმცა სერიალში ნათქვამია, რომ ქართველ სპორტსმენს მამაკაცებთან არასდროს უთამაშია, რაც სიმართლეს სულაც არ შეესაბამება.

80 წლის ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოსთვის სწორედ ამის დამტკიცებას ეცდება და საკაბელო ტელევიზიას მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5 მილიონ ამერიკულ დოლარს სთხოვს.

The Queens Gambit-ის ფინალურ სერიაში ბეთ ჰარმონის უპირატესობებზე საუბრისას გაჟღერებული გახლდათ შემდეგი სახის ინფორმაცია ნონა გაფრინდაშვილზე: "ჭადრაკის ისტორიაში არსებობს მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა მას არასოდეს უთამაშია მამაკაცებს წინააღმდეგ" - რაც სიცრუე გახლავთ, რადგან ნონა იყო ლეგენდა ჭადრაკის ისტორიაში: მსოფლიოს პირველი ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი, პირველი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, პირველი დიდოსტატი ქალი, პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის და ქალთა საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელი.

ზევით