#ფოტოამბავი

მოყვარული ფოტოგრაფების კოლექტივი გამოფენა/გაყიდვისთვის ემზადება

გაზიარება:

მოყვარული ფოტოგრაფების აღმოჩენაზე ორიენტირებული ციფრული პლატფორმა თბილისი კოლექტივი დიდი გამოფენა გაყიდვისთვის ემზადება. 1-ელი ივლისიდან 7 თემატიკის მიხედვით განაწილებულ 7 სივრცეში, 60-მდე მოყვარული ფოტოგრაფის 200-მდე ნამუშევარი გამოიფინება.

გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, 2 და 3 ივლისს, ჩატარდება ვორქშოპები და დისკუსიები, სადაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები ფოტოგრაფიის შესახებ პრაქტიკულ რჩევებს გაგვიზიარებენ.

თბილისი კოლექტივი არის ციფრული პლატფორმა, რომელიც მუშაობს მოყვარული ფოტოგრაფების აღმოჩენაზე, ფოტოგრაფიისა და ზოგადად ფოტო პრინტების კულტურის განვითარებაზე საქართველოში.

ჩვენი მთავარი მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ მოყვარული ქართველი ფოტოგრაფები და მათი ციფრული ნამუშევრები ფიზიკური სამყაროს ნაწილად ვაქციოთ.

სწორედ ეს გამოფენა-გაყიდვა არის მათი პირველი მასშტაბური შეხვედრა და მცდელობა, რომ კოლექტივის ციფრული გამოცდილება რეალურ სამყაროში გადაითარგმნოს.

ზევით