#წიგნების თარო

„მოუთვინიერებელი წიგნების გამოფენა“ – აკრძალული წიგნების კვირეული

გაზიარება:

ღონისძიება, რომელიც წიგნების მოყვარულებმა ამ კვირის განმავლობაში არ უნდა გამოტოვონ: 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, გამომცემლობა „ინტელექტის“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ ორგანიზებით, „ლიტერატურის მუზეუმში“ „მოუთვინიერებელი წიგნების გამოფენა“ გაიმართება.

„აკრძალული წიგნების კვირეული“ ყოველწლიური, საერთაშორისო ღონისძიებაა და ტრადიციულად, სექტემბრის ბოლო კვირას იმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციის ინტელექტუალური თავისუფლების ოფისი და „აკრძალული წიგნების კვირეულის“ კოალიცია.

წლევანდელი კვირეულის მთავარი სლოგანია: ცენზურა გვყოფს – წიგნები გვაერთიანებს!

„მოუთვინიერებელი წიგნების გამოფენა – აკრძალული წიგნების კვირეული საქართველოში“ – ღონისძიება დღეს, 28 სექტემბერს, 18 საათზე, ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში (I სართული) გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი აკრძალული წიგნების შესახებ ისაუბრებენ: ლევან ბერძენიშვილი, ანი კოპალიანი, ლაშა ბაქრაძე, პაატა შამუგია, ზაალ ჩხეიძე, შორენა ლებანიძე.

ექსპოზიცია მოიცავს სხვადასხვა დროს ქართულ თუ უცხოურ ენაზე გამოცემულ აკრძალულ წიგნებსა და მათი აკრძალვის ისტორიებს, ასევე აღნიშნული წიგნების თემაზე საგანგებოდ შექმნილი პოსტერების გამოფენას.

ღონისძიების პარტნიორია „ლიტერატურის მუზეუმი“.

ზევით