დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალი წელს 25 წლის იუბილეს ზეიმობს. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პიანისტმა ნინო გვეტაძემ, მსოფლიოს საუკეთესო შემსრულებლები მოიწვია საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად. ფესტივალის ფარგლებში, 5 აგვისტოს, შედგა პრემიერა - „მარო“, მონოდრამა მეცო-სოპრანოსთვის, სიმებიანი კვარტეტისა და ფორტეპიანოსთვის. წარმოდგენამ პატივი მიაგო საქართველოს ეროვნულ გმირს, მარო მაყაშვილს.
მონოდრამის შექმნის იდეა ნინო გვეტაძეს ეკუთვნის, მუსიკა და ანიმაცია ჰოლანდიელ კომპოზიტორს, თომას ბაიერს, ტექსტი ქართველ მწერალს, სალომე ბენიძეს, რეჟისორი კი კლაუს ბერტიში გახლავთ. მონაწილეობდნენ: მეცო-სოპრანო ნანა ძიძიგური, პიანისტი ნინო გვეტაძე და Meccore String Quartet.
„მარო“, მონოდრამა მეცო-სოპრანოსთვის, სიმებიანი კვარტეტისა და ფორტეპიანოსთვის, გვიამბობს მარო მაყაშვილის (1901-1921) ამბავს მუსიკით, ტექსტებითა და ანიმაციით. მონოდრამას საფუძვლად დაედო მაროს დღიური, ასევე მისი ოჯახის შთამომავლების მოგონებები. მარო იყო ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების ოჯახში გაზრდილი ახალგაზრდა ქალი, უამრავი ოცნებითა და გეგმით, შეიძლება ითქვას, ქართველი ანა ფრანკი, რომელსაც ლიტერატურა, მუსიკა და თეატრი უყვარდა. ოცნებობდა ევროპაში მოგზაურობაზე, პარიზში სწავლაზე და დამოუკიდებლად ცხოვრებაზე. თითქოს მის სურვილებს წინ ვერაფერი უნდა დადგომოდა, მაგრამ 1921 წელს რუსულმა, წითელმა არმიამ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა და ყველაფერი შეიცვალა. 19 წლის მარო მარო წითელი ჯვრის მოხალისე მოწყალების დად წავიდა ომში და ის თბილისის მისადგომებთან გაანაწილეს. მისი სიცოცხლე ყუმბარის ნამსხვრევმა იმსხვერპლა. მარო მაყაშვილი იყო პირველი ქალი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას შეეწირა. მარო ასევე პირველი ქალია, ვისაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა 2017 წელს.
მარო მაყაშვილმა თავის თითქოსდა მოკლე ბიოგრაფიაში დაიტია თავისი სამშობლოს ბრძოლა თავისუფლებისთვის, მისი ხანმოკლე დამოუკიდებლობის სევდა და ქართველი ხალხის გაუნელებელი სწრაფვა და სურვილი - იყოს ევროპის ნაწილი. საქართველო, რომელმაც 70 წელი გაატარა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა. სწორედ ამიტომ, „მარო“, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის ტრაგიკულ ამბავს ჰყვება, ამავდროულად, იმედით და მომავალის რწმენითაა სავსე.
ამჯერად, გირჩევთ თვალი იტალიური პრემიუმ ბრენდის - TWINSET-ის 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას გადაავლოთ, რომელიც მსუბუქ ფერთა პალიტრას, დახვეწილ სილუეტებსა და გამორჩეულ აქსესუარებს აერთიანებს.
ალბათ, უკვე ყველამ დაიწყეთ ზაფხულის ცხელი დღეების დაგეგმვა. თუ დანიშნულება ჯერ კიდევ არ აგირჩევიათ, დუბაი საუკეთესო ვარიანტია შვებულების მრავალფეროვნად გასატარებლად.
2000იანი წლების, ყველასთვის საყვარელი კინოს პერსონაჟები ახალი ამბებით გვიბრუნდებიან. ბრიჯიტ ჯონსის დღიურის მესამე ფილმი ოფიციალურად დაანონსდა, ხოლო მაყურებელისთვის Legally Blonde-ის სამყარო სერიალის სახით გაცოცხლდება.