#კულტურა #წიგნების თარო

მოემზადეთ, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება

გაზიარება:

წლის მთავარი ლიტერატურული დღესასწაული თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება! საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 24-27 ივნისს თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ყველა რეგულაციის დაცვით, შეხვედრის ტრადიციულ ადგილას „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდება.

4-დღიან ფესტივალზე ჩვენ გველის 50-ზე მეტი გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი, 100-მდე ღონისძიება ფესტივალის მთავარ სცენაზე და 100-ზე მეტი მონაწილე მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატორი. მოეწყობა აგრეთვე სპეციალური სივრცე ბავშვებისთვის, რომელზეც პატარები ბოლო წლებია უბრალოდ შეყვარებული არიან.

წლევანდელ ფესტივალზე პავილიონის შიდა სივრცეში წიგნების გამოფენა-გაყიდვაზე შესასვლელად საჭროა წინასწარი რეგისტრაცია, რასაც ბმულზე გადასვლით და ინსტრუქციის მითითებით მარტივად მოახერხებთ.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წლის ერთ-ერთი მთავარი ლიტერატურული ღონისძიებაა, რომელსაც ათასობით მკითხველი ყოველ გაზაფხულზე მოუთმენლად ელის. იგი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით გულშემატკივარი და დამთვალიერებელი ჰყავს. ფესტივალის მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზება, ახალი კონტაქტების დამყარება, წიგნის ბაზრის რეგიონალიზაცია და ზოგადად საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა.

ზევით