#ფოტოამბავი

The Misfits - ფოტოამბავი მერილინ მონროს უკანასკნელი ფილმის გადასაღები მოედნიდან

გაზიარება:

ფოტოგრაფ ივ არნოლდს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ 1961 წელს, The Misfits-ის გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდელი ლამაზმანის, მერილინ მონროს უკანასკნელ გადაღებებს ფირზე აღბეჭდავდა - ფილმში, რომელშიც მსახიობმა უკანასკნელად გაიბრწყინა და რომლის გამოსვლიდან სულ რაღაც 1 წელიწადში, მერილინი ზედოზირებით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

The Misfits-ის გადაღება თავიდანვე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, გადაღებების მიმდინარეობისას წარმოქმნილი პრობლემების ფონზე კი სირთულეები სულ უფრო მეტად იკვეთებოდა. მერილინ მონროსა და არტურ მილერის ქორწინება დაშლის პირას იყო მისული, რეჟისორი ჯონ ჰიუსტონი კი სასმელსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ვერც ფილმის მზადების პროცესში უვლიდა გვერდს. წლების შემდეგ, Rolling Stone-თან მიცემულ ინტერვიუში ჰიუსტონმა აღიარა, რომ რეჟისორისთვის ისეთი რთული პერიოდი იყო, რომ უკვე დარწმუნებული იყო, ამ მდგომარეობიდან მას ვეღარაფერი იხსნიდა. 

ივ არნოლდი ასახავდა კადრებს გადასაღები მოედნიდან, მერილინის ხასიათის მოულოდნელ ცვლილებებს, მის მელანქოლიას, არტურ მილერთან გაჩენილ დიდ უთანხმოებასა და სიჩუმეს, რომელიც მათ სიტყვებზე ხმამაღალი იყო.

The Misfits მერილინის უკანასკნელი ფილმი აღმოჩნდა, უკანასკნელი კინოპროდუქტი, რომელშიც კლარკ გეიბლთან ერთად გამოჩნდა ეკრანებზე. ეს იყო მისი ბრწყინვალე კარიერის ბოლო ნამუშევარი, რომელშიც მონროს წამებული სული ისეთივე დამაინტრიგებელი და ამაღელვებელია, როგორც თავად ფილმი. დიახ, დასაწყისში განწირულმა ეკრანიზაციამ მოახერხა და აღიარება მოგვიანებით, თუმცა მაინც მოიპოვა, როგორც მარტოობის მონოქრომულმა ისტორიამ დასავლეთში.

ფოტო: © ივ არნოლდი

ზევით