მერაბ ნინიძე ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების ნომინანტია

ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოება საუკეთესო, ინოვაციურ და ყველაზე კრეატიულ ნამუშევრებსა და მსახიობებს აჯილდოებს. წელს ამ სიაში ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძეც მოხვდა, დომინიკ კუკის ფილმისთვის The Courier, სადაც ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავ - ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად თამაშობს. ფილმის სიუჟეტი ცივი ომის პერიოდში ვითარდება. ფილმის სცენარის ავტორი ტომ ო'კონორია, სცენარის მიხედვით კი ჯაშუში ბენედიქტ კამბერბეჩი და მისი რუსი წყარო მერაბ ნინიძე კუბის კრიზისის ერთად დაძლევას ცდილობენ. მერაბ ნინიძე ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს (BIFA) დაჯილდოების სიაში , სწორედ რუსი ჯაშუშის - საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის როლის შესრულებისთვის მოხვდა.

ქართველი მსახიობის კინო დებიუტი 1984 წელს, თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“ შედგა. გენიალური ქართული ფილმი კანის კინოფესტივალის პრიზიორიც გახდა, მერაბ ნინიძე კი საქართველოში სუპერპოპულარული მსახიობი, რომლის სახელსაც თაყვანისმცემლები თბილისურ კორპუსებზეც აწერდნენ. მიუხედავად ამისა, მსახიობმა ემიგრანტის ცხვორება არჩია, 1992 წელს საქართველო დატოვა და აღიარება ევროპაში მოიპოვა.

ზევით