#UKRAINE

„ლურჯი და ყვითელი“ - საქველმოქმედო საღამო უკრაინისთვის

გაზიარება:

არტისტები, მუსიკოსები და მოცეკვავეები, თბილისში, დიდი მიზნისთვის კიდევ ერთხელ ერთიანდებიან - 27 აპრილს, Republic Event Hall-ში ქართულ-უკრაინული საქველმოქმედო ღონისძიება „ლურჯი და ყვითელი“ გაიმართება, ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში, თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

„საქართველოში მკვეთრადაა გამოხატული უკრაინის მიმართ საქართველოს მოსახლეობისა და ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ, შესაძლებელი გახდა დაგვეორგანიზებინა ღონისძიება, სადაც ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში“ - ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.

საქველმოქმედო საღამო „ლურჯი და ყვითლის“ მონაწილეთა შორის არიან: ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები - ახალი თაობა, კახაბერი და ხანუმები, Tamada, თეა დარჩია, Luna997 და NIKAKOI.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება ქართველი მხატვრების გამოფენა-გაყიდვა, რომლის წარმდგენია Artu.ge.

„ლურჯი და ყვითლის“ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე, თუ გექნებათ სურვილი გაიღოთ მეტი შემოწირულობა, დაუკავშირდით Welcome to Georgia-ს.

ზევით