ლევან საგინაშვილი Netflix-ის ფილმში მიიღებს მონაწილეობას

ქართველი ჰალკი - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი Netflix-ის ახალ ფილმში გამოჩნდება. სიახლე, თავად ლევანისგან გახდა ცნობილი, როდესაც ქართველმა მკლავჭიდელმა პოდკასტში "მტკივნეული შოუ" განაცხადა, რომ ის სემ ჰარგრეივის ახალ ნამუშევარში Extraction 2-ში მიიღებს მონაწილეობას.

ფილმში მთავარ როლს ამერიკელი მსახიობი კრის ჰემსვორტი ასრულებს. Extraction 2 2020 წელს გამოსული ფილმის სექუელს წარმოადგენს, რომელშიც კრისის გმირი ბანგლადეშში საერთაშორისოდ ცნობილი კრიმინალის გატაცებული შვილის გადარჩენას ცდილობდა. უკვე დამტკიცებულია, რომ ფილმის მეორე ნაწილში მონაწილეობას ქართველი მკლავჭიდელიც მიიღებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2019 წელს ლევან საგინაშვილი ბრიტანულ-არაბულ ფილმშიც გადაიღეს.

ზევით