#მუსიკა

ლეგენდარული იტალიური ჯგუფი Ricchi e Poveri თბილისში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

გაზიარება:

2022 წლის 11-12 ნოემბერს, ფონდი „ცხოვრება მშვენიერიას“ ორგანიზებით, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად თბილისში, გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. 2-დღიანი ღონისძიების ფარგლებში, საქველმოქმედო მიზნებით, საქართველოს პოპულარული იტალიური პოპ ჯგუფი Ricchi e Poveri ეწვევა.

 Ricchi e Poveri, რიკი ე პოვერი,

12 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში Ricchi e Poveri, ზუკა ხუციშვილის ბენდი და ქართული ესტრადის ვარსკვლავები საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ.

ლეგენდარული იტალიური პოპ ჯგუფი Ricchi e Poveri 1967 წელს გენუაში ჩამოყალიბდა, 4-კაციანი ჯგუფი ანჯელა ბრამბატის, ანჯელო სოტიუს, ფრანკო გატის და მარინა ოკიენისგან შეიქმნა. 60-იანი წლების ბოლოდან Ricchi e Poveri-მ არნახული პოპულარობა მოიპოვა, როგორც იტალიაში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთაც. ჯგუფის არსებობის მანძილზე დიდ ოთხეულს 20 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

 Ricchi e Poveri, რიკი ე პოვერი,

საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ უკვე 10 წელია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში განხორციელებული აქვს 30-ზე მეტი პროექტი. არსებობის 10 წლიანი ისტორიის მანძილზე, ფონდი ყველა პროექტს 0 ბიუჯეტით ახორციელებს, ღონისძიებებიდან შემოსულ თანხას კი სრულად ურიცხავს პროექტისთვის შერჩეულ ბენეფიციარებს.

12 ნოემბრის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

ზევით