#მოდა #MBFW TBILISI

KOMBINIZONA FW 2021: „ბეტონის ქალაქის სიზმრები“ #MBFW

გაზიარება:

მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის კიდევ ერთი წარმატებული ციფრული ჩვენება KOMBINIZONA-სგან, რომელსაც სოციალური კამპანია და ინდივიდუალური ხასიათი დაჰყვება ფონად, თუმცა ეს ბრენდის დაარსების დღიდან ასე იყო და რა გასაკვირია, რომ ახლაც, მსოფლიოსთვის საკმაოდ კრიტიკულ მომენტში KOMBINIZONA, 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევის შესახებ გვესაუბრება.

KOMBINIZONA FW 2021

„ბეტონის ქალაქის სიზმრები“ - ამ გზავნილისა და სახელწოდების ქვეშ გაერთიანდა KOMBINIZONA-ს 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია, რომელიც ურბანული პრობლემების ფონზე კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამოწვევების შესახებ გვიამბობს. 

KOMBINIZONA FW 2021

ვამაყობ, რომ ქსოვილების სრული უმრავლესობა სპეციალურად კოლექციისთვის შეიქმნა ჩემი ნახატებით და სამყაროში არსად ანალოგი არ გააჩნია - განო მელითაური

KOMBINIZONA FW 2021

ციფრული ჩვენება ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობის, ნანკა კალატოზიშვილის, გამოსვლით დაიწყო, რომელსაც სხვა მოდელებიც მოყვნენ ფეხდაფეხ. ყოველდღიური სტილის სამოსი, ფერადი კომბინეზონები, სპორტული ორეულები, კლასიკური სამოსი და კაბები - ყოველივე ამის ხილვა სხვა არა ერთი ბრენდის ჩვენებაშიც შეგვიძლია, თუმცა ის, რაც KOMBINIZONA-ს სხვებისგან გამოარჩევს ფერთა მრავალფეროვნება და ერთი შეხედვით შეუსაბამო ფერების ჰარმონიული თანხვედრაა.

KOMBINIZONA FW 2021

თითოეულ მოდელს ჩვენებაში სხვადასხვა პრინტით გაფორმებული ბადე-აირწინაღები ამშვენებდა, რაც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილის - პირბადეების რომანტიზებულ სახეს წარმოადგენდა.

ზევით