#კინო

Kill Bill 3 თუ კომედიური ვესტერნი - რას გვიმზადებს კვენტინ ტარანტინო?

გაზიარება:

რომში, ცნობილ კინოფესტივალ Rome Film Festival-ზე, ამერიკელმა რეჟისორმა და სცენარისტმა კვენტინ ტარანრინომ ლეგენდარული ჯილდო თავად დიეგო არგენტოსგან დაიმსახურა და ბუნებრივია პრესასთან საუბრისას ყველაზე აქტუალურ შეკითხვებს გასცა პასუხი მის მომავალ, მე-10 ფილმზე.

კითხვაზე, აპირებს თუ არა კვენტინ ტარანტინო Kill Bill-ის მე-3 ნაწილის გადაღებას, რეჟისორმა ჩვეული ბუნდოვანებით უპასუხა - "რატომაც არა?" და ინტერესი რეჟისორის საუკეთესო ნამუშევრის და მისი სავიზიტო ბარათის სავარაუდო გაგრძელების მიმართ ერთი ორად გაამძაფრა.

მართალია, კვენტინმა დაზუსტებით არ იცის, იხილავს თუ არა მაყურებელი ნანატრ Kill Bill 3-ს, თუმცა იმას ნამდვილად გვიმხელს, რომ ჰორიზონტზე მას კიდევ ერთი ნამუშევარი - კომედიური ჟანრის ვესტერნი აქვს წარმოდგენილი. Rome Film Festival-ის სცენაზე, ანტონიო მონდასთან საუბრისას კვენტინმა განმარტა, თუ რაზე იქნება მისი ახალი ნამუშევარი და რეჟისორის წარმოდგენით, სცენარი ნამდვილად სახალისოა.

"ამის გადაღება გულწრფელად მსურს, რადგან ის აუცილებლად სახალისო იქნება, ბუნებრივიცაა, გადაღება ხომ Spaghetti Western-ის სტილში მსურს, რომელშიც ყველა სხვადასხვა ენაზე საუბრობს. ერთი პერსონაჟი იტალიელია, მთავარი გმირი ამერიკელი, პოლიციის შერიფი გერმანელი და ყველა სხვადასხვა ენაზე საუბრობს, მსახიობებმა კი მხოლოდ ის იციან, რომ როდესაც როდესაც ის საუბარს მორჩება - მე დავიწყებ".

ზევით