„კალმარის თამაშების“ მე-2 სეზონი მზადების პროცესშია - ყველაფერი, რაც ვიცით

2021 წელს Netflix-ის ყველაზე პოპულარული სამხრეთ კორეული სერიალი „კალმარის თამაშები“, რომელიც საკაბელო ტელევიზიის ისტორიაში რეკორდები ერთი მეორის მიყოლებით მოხსნა, მე-2 სეზონით გრძელდება. 

დისტოპიურმა დრამამ, მილიონობით მაყურებლის გულები სულ მალე დაიპყრო, 12 წელი დასჭირდა Squid Game-ის პირველი სეზონის გამოსვლას, სულ რაღაც 12 დღეში კი შოუ Netflix-ის ყველაზე პოპულარულ ტელესერიალად იქცა. რა გასაკვირია, რომ მისი გაგრძელების ხილვა როგორც შოუს შემქმნელებს, აგრეთვე მაყურებელსაც სურს. სერიალი, უფროსებისთვის განკუთვნილ საბავშვო თამაშებზე მოგვითხრობდა, 456 ადამიან საკუთარი ნებით იღებდა მონაწილეობას სასიკვდილო თამაშებში, რომელსაც მხოლოდ 1 გამარჯვებული ჰყავს, საპრიზო ფონდი კი საკმაოდ სოლიდური გახლდათ 30 მილიარდი ევრო.

„კალმარის თამაშების“ პირველ სეზონს ჰყავდა თავისი გამარჯვებული, ყველაზე მოულოდნელი მოთამაშე, რომლის ტრანსფორმაციას ყოველ სერიაში მივადევნებდით თვალს. ჩვენ მასთან ერთად მივედით ტრიუმფამდე და მასთან ერთადვე განვიცადეთ დიდი ტრაგედიის შემდეგ ცხოვრების გაგრძელების სიმძიმე, ახლა დროა მე-2 სეზონისთვის და ისტორიის გაგრძელებისთვის მოვემზადოთ. წარმოგიდგენთ ყველა დეტალს, რომელიც „კალმარის თამაშების“ ახალი სეზონის შესახებ უნდა იცოდეთ.

„კალმარის თამაშებისთვის“ ანთებული მწვანე შუქი

თვეების სპეკულაციის შემდეგ, Netflix-მა მეგაჰიტის ახალი სეზონის გადაღება დააანონსა. სერიალის გამოსვლიდან 9 თვის შემდეგ, საკაბელო ტელევიზიამ პირველი თიზერი და რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაგვიზიარა. მე-2 სეზონში ჩვენი გამარჯვებული სეონგი გი-ჰუნი (ლი იუნგ-ჯაე) და თამაშის ოსტატი Front Man (ლი ბიუნგ-ჰუნი) დაბრუნდებიან.

შესაძლოა 1-ელი სეზონის დასასრულმა ახალ დასაწყისამდე მიგვიყვანოს

ალბათ, გახსოვთ „კალმარის თამაშების“ დასარული - ის ფაქტი, რომ სეონგი გი-ჰუნის გამარჯვების შემდეგ თამაში კვლავინდებურად გრძელდება და რეალურად არაფერი დასრულებულა გვაფიქრებინებს, რომ შოუს შემქმნელები სიუჟეტს სწორედ ამ ხაზით განავითარებენ.

ახალი სამსახიობო შემადგენლობა

რამდენადაც არ უნდა შეგვყვარებოდნენ 1-ელი სეზონის მსახიობები, მათთან განშორების შემდეგ ისიც კარგად გვავქს გააზრებული, რომ ახალი სეზონი ახალ სამსახიობო გუნდს გულისხმობს. არ აქვს მნიშვნელობა თვალს კიდევ ერთ თამაშებს მივადევნებთ თუ  სეონგი გი-ჰუნის მცდელობას სიმართლეს ფარდა ახადოს - ჩვენ ახალ სახეებს აუცილებლად გავიცნობთ.

ახალი სეზონის პრემიერა

„კალმარის თამაშების“ იდეის ავტორი და შოუს შემქმნელი ჰვანგ დონგ-ჰიუკი ვარაუდობს, რომ ახალ სეზონს 2023 წლის ბოლოს ვიხილავთ. Vanity Fair-თან მიცემულ ინტერვიუში ჰვანგმა განმარტა, რომ Netflix-თან მოლაპარაკებები გრძელდება, ახალი სეზონის გადაღებები კი დაწყებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ შოუ 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში დაგვიბრუნდება.

ზევით