ჯარედ ლეტო კარლ ლაგერფელდის ცხოვრებაზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს

კარლ ლაგერფელდის სახლმა და ჯარედ ლეტომ განაცხადეს, რომ 2019 წელს გარდაცვლილი ლეგენდარული დიზაინერის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის გადაღება იგეგმება, მთავარ როლში ჯარედ ლეტოსავე მონაწილეობით. ფილმს მსახიობი, პროდიუსერთან ემა ლუდბრუკთან ერთად, მათი საპროდიუსერო კომპანიის Paradox-ის მეშვეობით გადაიღებს.

კარლ ლაგერფელდი, ჯარედ ლეტო, ბიოგრაფიული ფილმი,

ფილმის სიუჟეტი ამ ეტაპზე კონფიდენციალურია, თუმცა როგორც ჯარედ ლეტომ პრესასთან საუბრისას განაცხადა, ფილმი სავარაუდოდ შეისწავლის დიზაინერის „ურთიერთობების მრავალფეროვნებას“. „კარლს ჰქონდა კარიერა, რომელიც 50 წელიწადზე დიდხანს გრძელდებოდა, ამიტომ, როგორც პირადად, ისე პროფესიულად, ის ბევრ ადამიანთან იყო ახლოს. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვაპირებთ ფოკუსირება მოვახდინოთ საკვანძო ურთიერთობებზე, რომელიც მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის შესახებ მოგვიყვება” - თქვა ლეტომ.

კარლ ლაგერფელდი, ჯარედ ლეტო, ბიოგრაფიული ფილმი,

„კარლი ყოველთვის იყო ჩემთვის შთაგონება", - ამბობს ლეტო. „ის იყო ნამდვილი პოლიმათე, ხელოვანი, ნოვატორი, ლიდერი და, რაც მთავარია, კეთილი ადამიანი. როდესაც ჩვენ შევიკრიბეთ კარლ ლაგერფელდის გუნდთან ერთად, ჩვენ მაშინვე გავუზიარეთ კრეატიული ხედვა კარლისადმი პატივისცემის მხატვრული ვერსიის შესახებ. მე ძალიან მადლობელი ვარ კაროლინის, პიერსა და სებს, რომ მოგვცეს საშუალება, ერთად დაგვეწყო ეს მოგზაურობა".

კაროლინ ლებარი 35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა ლაგერფელდთან, პიერ პაოლო რიგი იყო მოდის სახლ კარლ ლაგერფელდის აღმასრულებელი დირექტორი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. რაც  შეეხება სებასტიანს, მან 20 წელი გაატარა კარლის პირად ასისტენტად და მცველად. დღეს ის მუშაობს ბრენდთან, როგორც სტილის კონსულტანტი.

კარლ ლაგერფელდი, ჯარედ ლეტო, ბიოგრაფიული ფილმი,

როგორც პიერ პაოლო რიგიმ განაცხადა, მათთვის არა ერთ ჰოლივუდელ რეჟისორს მიუმართავს კარლ ლაგერფელდის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის გადაღების იდეით. „მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯარედს და ემას შევხვდით, დავრწმუნდით, რომ მათი ხედვა მხატვრულად იყო მოთხრობილი, რომელსაც კარლიც სიამოვნებით ნახავდა. დიალოგის საშუალებით ჩვენ შევქმენით სანდო და შთამაგონებელი ურთიერთობა, უკუკავშირი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ერთად ვიმუშაოთ ამ მშვენიერ პროექტზე” - განაცხადა რიგიმ.

ზევით