#აფიშა

აფიშა: ჯანსუღ კახიძის სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალი

გაზიარება:

24-30 ნოემბერს დიდი ქართველი დირიჟორის, ჯანსუღ კახიძის სახელობის რიგით VI საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში 24 ნოემბერს კონცერტს ცნობილი ქართველი ჯაზ პიანისტი და კომპოზიტორი, დინი ვირსალაძე ბენდთან ერთად გამართავს. 27 ნოემბერს ფესტივალი ცნობილ გერმანულ ანსამბლს De-Phazz-ს უმასპინძლებს, 30 ნოემბერს კი მაყურებლის წინაშე წარდგება თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.

დინი ვირსალაძე & მეგობრები

2021 წლის 24 ნოემბერს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-6 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, მაყურებლის წინაშე წარდგება ცნობილი ქართველის ჯაზ პიანისტი და კომპოზიტორი, დინი ვირსალაძე თავის ბენდთან ერთად, რომლის წევრებიც არიან - მარიკო ებრალიძე (ვოკალი), ზაზა ცერცვაძე (დასარტყამი ინსტრუმენტები), დავით ჯაფარიძე (პერკუსია), ლევან დეისაძე (ბას გიტარა), ნიკოლოზ გაბაძე (ელექტრო გიტარა). შესრულებული იქნება როგორც დინი ვირსალაძის ორიგინალური კომპოზიციები, ასევე პოპულარული ჯაზ სტანდარტები.

დინი ვირსალაძის საკონცერტო მოღვაწეობა 1993 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ იგი კონცერტებს ატარებდა ჯაზ კლუბებსა და საკონცერტო მოედნებზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, მონაწილეობდა ბევრ საერთაშორისო ჯაზ ფესტივალში, თანამშრომლობდა მრავალ სახელგანთქმულ ჯაზ მუსიკოსთან. 2003 წლიდან იგი თბილისის ბიგ-ბენდის წევრია, ხოლო 2017 წელს პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტზე.

De-Phazz და თბილისის სიმფონიური ორკესტრი

2021 წლის 27 ნოემბერს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-6 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, მაყურებლის წინაშე წარდგება თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, რომელიც უმასპინძლებს ცნობილ გერმანულ ანსამბლს De-Phazz-ს.

მკვეთრად გამოხატული სტილი, მშრალი რითმები, სოულის ჟღერადობა და ირონია - ეს ის გერმანული ხარისხობრივი მაჩვენებლებია, რომლებიც De-Phazz-ს „გერმანიაში დამზადებულ“, ყველაზე სახელგანთქმულ, უცნობი მუსიკის ექსპორტის სტატუსს ანიჭებს. პიტ ბაუმგარტნერი ანსამბლის შემადგენლობას ყოველი ახალი ალბომისთვის ცვლიდა. ჯგუფის რეგულარული წევრები არიან ბარბარა ლარი, კარლ ფრირსონი და პეტ ეპელტონი. 

„ირიაო“ და თბილისის სიმფონიური ორკესტრი

2021 წლის 30 ნოემბერს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-6 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, მაყურებლის წინაშე წარდგება თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. ამჯერად, მაესტრო უმასპინძლებს ქართულ ეთნო-ჯაზ ანსამბლს „ირიაო“, რომელიც, თავისი რეპერტუარიდან გამომდინარე, საუკეთესო გზავნილია მსოფლიოს მსმენელისთვის საქართველოდან. მისი მუსიკა განსაკუთრებულია ქართველი მსმენელისთვისაც, რადგან ეს არ არის უნიკალური ქართული ფოლკლორის მოდერნიზების მცდელობა, არამედ მისი გადაწყვეტა ჯაზის სტილში, რაც ხელს უწყობს ფოლკლორის პოპულარიზაციას.

ანსამბლის წევრები არიან: დავით მალაზონია (კლავიშებიანი ინსტრუმენტები), დავით ქავთარაძე (ხალხური ინსტრუმენტები), შალვა გელეყვა (ბას გიტარა), ლევან აბშილავა (დასარტყამი ინსტრუმენტები), დავით ჯაფარიძე (პერკუსია), გიორგი აბაშიძე (ვოკალი), მიხეილ ჯავახიშვილი (ვოკალი), ბუბა მურღულია (ვოკალი).

ფესტივალი 2015 წელს დაფუძნდა დიდი ქართველი დირიჟორის, ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
ფესტივალი მიზნად ისახავს ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით სინთეზს თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და ასევე, იმ მნიშვნელოვანი მონაპოვრების წარმოჩენას მსოფლიო კლასიკური თუ ქართული მუსიკიდან, რომლებიც ახლოს დგას პოპულარულ ჟანრთან.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია biletebi.ge-ზე.

ზევით