#მუსიკა #სილამაზე

ITB Berlin 2023 მასპინძელი ქვეყნის - საქართველოს საზეიმო კონცერტით გაიხსნა

გაზიარება:

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023 რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად გაიხსნა. გამომდინარე იქიდან, რომ წელს, ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა საქართველოა, გახსნის ცერემონიაც ქართულ მრავალფეროვან კულტურას მოიცავდა. 

გალა-მიღების ღონისძიება 6 ნაწილისგან შედგებოდა, საზეიმო კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარდგა მსოფლიოში ცნობილი ქართული ეროვნული ბალეტი სუხიშვილები, დარბაზში გაისხმა ანსამბლ რუსთავის ტრადიციული პოლიფონიური სიმღერები, გალა-გახსნაზე მონაწილეობდნენ ცნობილი ოპერის სოპრანო ნინო მაჩაიძე, ვირტუოზი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი, კომპოზიტორი დათო ევგენიძე და მუსიკოსი ნიკა მაჩაიძე.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ITB Berlin (@itbberlin)

მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB Berlin-ი სოციალურ ქსელში, გასული ღამის გალა-მიღებას შემდეგნაირად გამოეხმაურა: 

„უბრალოდ: ვაუ! „უსასრულო ქართული კულტურა – მევენახეობის საწყისებიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე“ – რა შთამბეჭდავი მოგზაურობაა კავკასიის ქვეყნის კულტურულ და ეთნიკურ მრავალფეროვნებაში!

ეთნოჯაზი, ელექტრონული ჰანგები, კლასიკური და ტრადიციული მუსიკა, სუხიშვილების ქართული ნაციონალური ბალეტი, რუსთავის ანსამბლის ტრადიციული ქართული მრავალხმიანობა, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის წარმოდგენები და მრავალი სხვა.

გაოგნებულები ვართ!

მომდევნო სამი დღის განმავლობაში აღმოაჩინეთ საქართველოს უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა საქართველოს შთამბეჭდავ პავილიონში ITB Berlin-ზე“.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ITB Berlin (@itbberlin)

ITB Berlin 1966 წლიდან იმართება.  2019 წელს, მსოფლიო პანდემიამდე ITB Berlin-მა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან  გამოფენის  10 ათას მონაწილეს უმასპინძლა. გამოფენას 160 ათასი სტუმარი ჰყავდა და მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა

ზევით