#კულტურა #კინო

ისტორიაში მეორედ - ოქროს პალმის რტოს მფლობელი ქალი რეჟისორი გახდა

გაზიარება:

17 ივლისს, ლაჟვარდოვან სანაპიროზე, კანის კინოფესტივალის რიგით 74-ე დაჯილდოების ცერემონიის ლაურეატები გამოვლინდნენ. კინოფესტივალის მთავარი მოვლენის - ოქროს პალმის რტოს მფლობელის ვინაობა კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა, მატი დილონის, კლებერ მენდსონ ფილოს, ჯესიკა ჰაუსნერის, მეგი ჯილენჰოლის, მელანი ლორანის, სპაიკ ლისა და სხვების მონაწილეობით.

სწორედ ეს ადამიანები იყვნენ პასუხისმგებელი ერთ-ერთი ურთულესი გადაწყვეტილების მიღებაზე, თუ როგორ გაართვეს მათ თავი, ამას ერთად გავიგებთ.

კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი - ოქროს პალმის რტო, ფრანგი რეჟისორის ჯული დიუკორნოს ფილმმა "ტიტანმა" დაიმსახურა და ისტორიაში ჩაიწერა, როგორც კინოფესტივალის 74-წლიან ისტორიაში მეორე ქალი რეჟისორი, 1993 წელს ჯეინ კემპიონის შემდეგ, რომელმაც ამ კატეგორიაში გამარჯვება შეძლო. 

გრან-პრის მფლობელები (კინოფესტივალი, რიგით მეორე მნიშვნელოვანი პრიზი) ირანელი რეჟისორი ასგარ ფარჰადი და ფინელი რეჟისორი იუჰო კუოსმანენი გახდნენ.

საუკეთესო რეჟისორის ტიტული, ფილმ "ანეტის" შემქმნელმა ლეოს კარაკსმა მოიპოვა, რომელშიც მთავარ როლებს მარიონ კოტიარდი და ადამ დრაივერი ასრულებდნენ. საუკეთესო მსახიობის ტიტული კალებ ლენდრიმ მოიპოვა,  საუკეთესო მხასიობი ქალი კი რენატა რეინსტვა გახდა.

ზევით