„საბა“ 2023: წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენის გამარჯვებულები ცნობილია
2023 წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები კი ჟიურიმ 10 ნომინაციაში გამოავლინა. ჯილდო წლის საუკეთესო რომანისთვის ივა ფეზუაშვილსა და ზაზა ბურჭულაძეს გადაეცათ.
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 19 ნოემბრისთვის ემზადება, ბორჯღალოსნები კარდიფში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ, წლის დასკვნით მატჩს ჩაატარებენ. უელსის ნაკრებმა, საქართველოსგან მადლობის ნიშნად გორის გოგონათა გუნდის შესრულებული Calon Lân-ის ვიდეოგზავნილი მიიღო. Calon Lân უელსის ეროვნული ჰიმნი გახლავთ, რომელიც გორის გოგონათა გუნდმა სულ რაღაც 3 დღეში, Youtube-დან ისწავლა და სრულყოფილად შეასრულა.
🇬🇪 Georgia head coach Levan Maisashvili had a taste of the @principalitysta ahead of this weekend 👉 https://t.co/wi6DByjVzg
— Welsh Rugby Union 🏴 (@WelshRugbyUnion) November 18, 2022
🗣 He brought with him a fantastic rendition of Calon Lan from Gori Capela, a Georgian female choir of 30 teenagers!
🏴 #WelshRugby pic.twitter.com/DjRZGfGrJw
გორის გოგონათა გუნდი, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მუსიკალური გუნდია საქართველოში, ის 30 ბავშვისგან შედგება, რომელთა ასაკიც 9-დან 13 წლამდე მერყეობს. გოგონათა დირიჟორი ნინო წიკლაური გახლავთ. უელსის რაგბის კავშირისთვის გაგზავნილი ვიდეო მომაჯადოებელი ჰარმონიით და შთამბეჭდავი უელსური გამოთქმით იყო შესრულებული.
ნოემბერი საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებისთვის მეტად დატვირთული აღმოჩნდა, ბორჯღალოსნებმა ორი ტესტ-მატჩი ჩაატარეს: 6 ნოემბერს ურუგვაისთან, ხოლო 12 ნოემბერს სამოასთან. ურუგვაისთან დაპირისპირება საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა, ხოლო მეორე შეხვედრა სამოამ მოიგო. ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის განცხადებით ბორჯღალოსნები უელსთან შესახვედრად მზად არიან და მატჩის დაწყებას მოუთმენლად ელოდებიან.
„უელსი ჩვენ წინააღმდეგ ძლიერი შემადგენლობით ითამაშებს, რაც მათი მხრიდან პატივისცემის ნიშანია. ისინი ჩვენგან ძლიერ წინააღმდეგობას ელოდებიან, რაც ჩვენთვის პატივი და შესაძლებლობაა. შეკრების მესამე კვირაა და ვარჯიშებზე დატვირთვა შედარებით ნაკლები გვქონდა“, – განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.